ავტორი:

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

1944 წელს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია შუა აზიაში, იგივე აარდახი (ჩეჩ. Aardax), ჩეჩენი და ინგუში ხალხის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე პერიოდია. დეპორტაცია ძალიან სწრაფად - 1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით განხორციელდა. საერთო ჯამში სულ 500-650 ათასი ჩეჩენი და ინგუში გადაასახლეს.

გადასახლების შედეგად 180 დეპორტირებულებით სავსე ეშელონი გააგზავნეს შუა აზიაში. ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ გაუქმდა, ხოლო მის ტერიტორიაზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, ხოლო რაიონების ნაწილი შევიდა ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტანისა და საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოში მცხოვრებ ქისტებსა და წოვათუშებს, რომლებიც ეთნიკურად ახლოს დგანან შესაბამისად ჩეჩნებთან და ინგუშებთან, აღნიშნული დეპორტაცია არ შეხებიათ. ტერიტორია, სადაც ჩეჩნები და ინგუშები დეპორტაციამდე ცხოვრობდნენ.

დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად სახელდება მასობრივი თანამშრომლობა ოკუპანტებთან, ანტისაბჭოთა მოქმედება და ბანდიტიზმი, თუმცა ინგუშებს ფიზიკურად არ შეეძლოთ თანამშრომლობა ოკუპანტებთან ოკუპაციის არარსებობის გამო.

  • დეპორტაცია

დეპორტაცია და დანიშნულების ადგილზე ეშელონების გაგზავნა დაიწყო 1944 წლის 23 თებერვალს ადგილობრივი დროით 2:00 საათზე და დასრულდა ამავე წლის 9 მარტს. ოპერაცია შუა ზამთარს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთლიანი მოსახლეობა საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში შეყარეს, საკვების, სასმელი წყლის, თბილი ტანსაცმლის გარეშე და ასე მოახდინეს მათი გადაგზავნა დანიშნულების ადგილას.

“უკიდურესად გადატენილ სატვირთო ვაგონებში, შუქისა და წყლის გარეშე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში მივდიოდით ჩვენთვის უცნობი დანიშნულების ადგილისკენ. მოსახლეობაში ინფექციური დაავადებები გავრცელდა. არანაირი მკურნალობა, ომი მიდიოდა…ხანმოკლე გაჩერებების დროს, მატარებლის მიმდებარე მიყრუებულ, უკაცრიელ ადგილებში, ლოკომოტივის კვამლისგან გაჭვარტლულ თოვლში ასაფლავებდნენ დაღუპულებს” ( ხ.არაპიევის მოგონებიდან).

"დილით მოვიდნენ, წაიყვანეს ყველა მამაკაცი სახლიდან - თითქოსდა შეკრებაზე. გაიყვანეს სოფლის განაპირას, სადაც მათ იარაღიანმა ჯარისკაცებმა შემოარტყეს ალყა, ჯარისკაცების ნაწილმა კი სახლებში ჩამოვლა დაიწყო. ქალებს და ბავშვებს უნდა შეეგროვებინათ ნივთები - ის, რისი წამოღებაც ხელით შეიძლებოდა, პატარა ტომარა. საჭმელიც ამავე ტომარაში უნდა ყოფილიყო და მეტი არაფერი... წაიკითხეთ ვრცლად

"დათვი, რომელიც შემოეჩვია ოჯახს და ყოველ დღე აკითხავს საკვებისთვის" - ვიდეო, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე - დეპუტატი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და "დაუვიწყარ საღამოს" იხსენებს