ავტორი:

"ვერ გაუძლო არწივმა... საქართველოს ვუსამძიმრებ!" - თემურ წიკლაურის გარდაცვალებას მეგობრები, კოლეგები და უცნობი ადამიანები ეხმაურებიან

"ვერ გაუძლო არწივმა... საქართველოს ვუსამძიმრებ!" - თემურ წიკლაურის გარდაცვალებას მეგობრები, კოლეგები და უცნობი ადამიანები ეხმაურებიან

75 წლის ასაკში "ქართული სცენის არწივი" თემურ წიკლაური გარდაიცვალა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს სახალხო არტისტი კორონავირუსის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იყო. თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმებს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. მთელი საქართველო იმედს არ კარგავდა, რომ მომღერალი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თემურ წიკლაურის გარდაცვალებამ მთელს საქართველოს ერთნაირად დაწყვიტა გული. უსაყვარლეს საესტრადო მომღერალს, ანსამბლ "ივერიას" დაუვიწყარ სოლისტს და განუმეორებელი შესრულების მქონე მომღერალს მეგობრები, კოლეგები და სრულიად უცნობი ადამიანები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

მაია კახიძე, ჟურნალისტი, მწერალი: "სამწუხაროდ, წუხელ, გვიან ღამით თემურ წიკლაური გარდაიცვალა... ახლა, ამ წუთებში, გორიდან გადმოჰყავთ თბილისში. წერაც მიჭირს ახლა, ფიქრიც და აზროვნებაც. გული ხომ საგულეში აღარ მაქვს. ისეთი უფროსი მეგობარი დავკარგე, სიტყვებით ვერც გადმოვცემ. მისი ახლო მეგობრებიც ძალიან ცუდ დღეში არიან ამ ტკივილის გამო, ოჯახი ხომ... ვუსამძიბრებ ქალბატონ ლილი ზღვაურს, ქეთის, სანდროს... შეუდარებელი მეუღლე, მამა და ბაბუა დაკარგეს. ღმერთო, ჩემო, როგორ დააგვიანა ექიმთან მისვლა და აი, მისი დაზიანებული ფილტვების შედეგი. ვუსამძიმრებ საქართველოს! მართლა დიდი არწივი, თემურ წიკლაური აღარ გვყავს! მეტის წერა არ შემიძლია... ეს რეგულაციები კიდევ ცალკე და რამდენს გინდა გაუძლო?! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩემო ძვირფასო! ჩემო, ჩვენო თემურ!"

ნინო სურგულაძე, მეცო სოპრანო: "ბოლომდე იბრძოლა... მანაც და ექიმებმაც.... გული ჩამწყდა... მაინც იმედი მქონდა... მშვიდობით კარგო კაცო! მადლობა ყველაფრისთვის! ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი შენს უკვდავ სულს!"

ვახო სანაია, ჟურნალისტი: "ბევრი გვაცინა ბოლოს მთელი საქართველო და ისე წავიდა. ამჯერად, სამწუხაროდ, ნამდვილად. თემურ წიკლაური გარდაიცვალა"

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი: "სამწუხაროდ ჩვენი არწივი გაფრინდა დიდი მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, ყველა როლისთვის, ფიროსმანისთვის მართალი სიმღერისთვის, მართალი სიტყვებისთვის, შენეული განცდებისთვის, რომელიც გადმოგვეცი და რომელიც დაგვიტოვე. შენი ნამღერი "მინდვრებო ჩამოქარგულო" ჩემი ბავშვობის ბედნიერება და სავიზტო ბარათი იყო. საუკეთესო თბილი კოლეგა და საუკეთესო რესპონდენტი... მოგვენატრები!სამწუხაროა რომ ის გეგმები რომელზეც ვისაუბრეთ ვერ მოვისმიმე (დამპირდა რომ მაჩვენებდა მის საოპერო სიმღერებს, რაშიც მეცადინეობდა) .... მშვიდობით არწივო..."

ოთო ნემსაძე, მომღერალი: "სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ... ვერ გაუძლო არწივმა, მადლობა თემურ!"

ცეზარ ჩოჩელი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი: "ნამდვილს მღეროდა - ქართულს, გულიანს. სულამდე ატანდა მისი ხმის საოცარი ტემბრი, რომელიც მას ყველასგან გამოარჩევდა. შეუძლებელია სხვაში აგრეოდა. ქართული იყო მისი შემოქმედებაც და თავადაც, სულით ხორცამდე ქართველი იყო. მიჭირს იმის გააზრება, რომ ქვეყანას თემურ წიკლაური აღარ ჰყავს. ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს!"

საყვარელი მომღერლის გარდაცვალების გამო წუხილს გამოხატავენ მოქალაქეები, რომლებისთვისაც წიკლაურის შემოქმედება ახლობელი და ნაცნობი იყო:

ძალიან დასანანია როცა ასეთ ადამიანს კარგავს ქვეყანა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის მეგობრებს და მთელ საქართველოს, უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი, ნათელი და სანთელი არ მოაკლდეს მის სულს

ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ

ძალიან დამენანა, მის სიმღერებზე ვართ გაზრდილები, მთელი გულით ვწუხვარ... ჩვენი არწივი!

როგორ არ მინდოდა ეს მომენტი დამდგარიყო! როგორ მინდოდა ბატონ თემურს ეცოცხლა! გული მეკუმშება! ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს მის გარდაცვალებას! თემურ წიკლაურის სახელი მუდამ იარსებებს! მან თავისი შეუდარებელი ხმით, სიმღერის შეუცვლელი მანერით სამუდამო კვალი დატოვა! ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს!

დასანანია ასეთი ბუმბერაზი, ივერიის სული და გული, გამორჩეული და განუმეორებელი სოლისტის დაკარგვა! სრულიად საქართველო გლოვობს

ანა შელია და ლაშა ლომიძე მშობლების ამპლუაში - მორაგბისა და მოდელის ოჯახური ფოტოები

"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა

"ეს იაკობ ადაძეა - მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან, პანდემიამ სახლში გამოკეტა და როცა ცეკვა მოწყურდება, ასე მართავს რეპეტიციას"