მარკ პერინ დე ბრიშამბო - საქართველო აქტიურად არის წარმოდგენილი ეუთო-ს ინტერესებში

მარკ პერინ დე ბრიშამბო - საქართველო აქტიურად არის წარმოდგენილი ეუთო-ს ინტერესებში

საქართველო აქტიურად არის წარმოდგენილი ეუთო-ს ინტერესებში, - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ პერინ დე ბრიშამბომ განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო-ს არ მიეცა საქართველოში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა ეუთო აქტიურად მონაწილეობს ჟენევის პროცესში.

როგორც ბრიშამბომ განაცხადა, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს უსაფრთხოების სამიტს, რომელიც გაიმართება დეკემბერში ასტანაში.

"ეს იქნება პანევროპული შეხვედრა. განიხილება ყველა პრობლემატიკა, რომელიც თითოეულ ქვეყანას აწუხებს; მათ შორის აქტიურად იქნება წარმოდგენილი საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები. ჩვენ ვისაუბრეთ ვაშაძესთან სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე. დიპლომატიური რესურსები უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული, რათა საქართველომ პრობლემები მოაგვაროს და დაიწყოს შერიგების პროცესი", - განაცხადა მარკ პერინ დე ბრიშამბომ.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე