ავტორი:

"მე მეორედ დავიბადე..." - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალის ემოციური სტატუსი

"მე მეორედ დავიბადე..." - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალის ემოციური სტატუსი

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ცოტა ხნის წინ, კორონავირუსისგან, 36 წლის, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი გამოჯანმრთელდა, რომელმაც მოგვიანებით „ფეისბუქში“ ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა.

მადლიერი პაციენტის სტატუსს სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, მინდა იცოდეთ, მე მეორედ დავიბადე და ეს დაბადება არის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმების, ექთნების დამსახურება. რომ არა მათი ყურადღებიანი მოპყრობა, ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი. მუშაობს ექიმების, ექთნების ძალიან მაგარი გუნდი და ეს დამსახურება ეკუთვნის ბატონ დავით ჯიქიას, ქალბატონ ნინო ამირიძეს, რომელიც არის თავის საქმეში პროფესიონალი და აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ პაციენტს სიცოცხლე აჩუქოს.

მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას და მთლიანად მის კოლექტივს: ნინო ამირიძეს, უსაყვარლეს და უტკბეს ნინო ნიკოლაძეს, ასევე თბილ თამუნა ფანოზიშვილს, რაჯი ისლამოვს, რომლის შემოსვლა და დარიგება იყო თბილი, თუ რა უნდა გაგეკეთებინა. მგონი, არ მრჩება არავინ… თეა, გულიკო, თითოეულ ექთანს დიდი მადლობა“, - წერს ის.

პაციენტის მეუღლე ილია ბურჭულაძე გვიამბობს, რომ მის მეუღლეს ჰაერის მწვავე უკმარისობა დაეწყო, რის გამოც შეუძლოდ გახდა და ექიმის რეკომენდაციით, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მისივე თქმით, მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, თუმცა ექიმების თავდაუზოგავი მცდელობით, გამოჯანმრთელდა და ახლა თავს უკეთ გრძნობს.

„როგორც კი საავადმყოფოში მივიყვანეთ, ნახეს, რომ სისხლში ჟანგბადის დონე დაცემული იყო, სწრაფი ტესტი ჩაუტარეს და აღმოაჩნდა COVID-19. ექიმებმა ჩაუტარეს გამოკვლევები და დადგინდა ფილტვების მძიმე დაზიანება. რეანიმაციის ხელმძღვანელმა ნინო ამირიძემ გადაწყვიტა, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე არ გადაეყვანა, რადგან ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვსო. მისი პროფესიონალური ხედვით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გართულების ფონზე ისევ ექიმების ვაჟკაცობით გადავრჩით, თვის ბოლომდე საავადმყოფოში იწვა. ძალიან მადლიერები ვართ მათი, ხალხმა ნამდვილად უნდა დაინახოს ექიმების თავდაუზოგავი შრომა “, - აღნიშნა მან.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის დავით ჯიქიას განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება და ის დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში სტაციონარში იმყოფებოდა, მკურნალობის შედეგადად პაციენტი უკვე ოჯახს დაუბრუნდა. როგორც მკურნალი ექიმი იხსენებს, ქალბატონი საავადმყოფოში მოხვდა ფილტვების ძალიან მძიმე დაზიანებით.

„დედა ოჯახს - ასეთი წუთებისთვის ღირს ჩვენს პროფესიაში ყველაზე მძიმე გამოწვევებთან ბრძოლაში შესვლა“, -აცხადებს ნინო ამირიძე. პაციენტი ამჟამად სახლში იმყოფება და პერიოდულად ექიმებთან კონსულტაციას გადის. ის თავს კარგად გრძნობს.

თამბაქოს ზიანის შემცირება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ

სასტუმრო თბილისი მარიოტი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სტუმრებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს