ავტორი:

თამბაქოს ზიანის შემცირება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

თამბაქოს ზიანის შემცირება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება წარმოადგენს.

სტრესის მაღალი დონე, დატვირთული სამუშაო გრაფიკი, ფიზიკური აქტივობისა და თავისუფალი დროის ნაკლებობა ადამიანთა ქცევის ცვლილებას იწვევს. ასეთი ცხოვრების სტილი კი ისეთი მავნე ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, როგორებიც არის: არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მოწევა, სტრესის მაღალი დონე და სხვა. კვლევებით დასტურდება, რომ ჩამოთვლილი მავნე ჩვევები დაავადებათა განვითარებას უწყობს ხელს.

სამედიცინო ექსპერტები და პერსონალი მოსახლეობას თვითდისციპლინისკენმოუწოდებენ რაც მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში გამოიხატება. ამ პროცესში კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას მოწევასთან ბრძოლა წარმოადგენს.

ამ ეტაპზე, მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემების მხრიდან, არ არსებობს საკმარისი მეთოდოლოგიური ბაზა, რომელიც მოსახლეობაში მოწევის პრობლემის ეფექტური გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

ამ პრობლემასთან ბრძოლის პროცესში, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ უკვამლო პროდუქტებზე გადასვლის ბენეფიტებსა და საფრთხეებს. მართალია, ალტერნატიული თამბაქოს პროდუქტების ბენეფიტების შესახებ კვლევების რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა, თუმცა არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ უკვამლო პროდუქტი საგრძნობლად ამცირებს პოტენციურად მავნე ნივთიერებების გამოყოფის პროცესს და უზრუნველყოფს ნიკოტინის მიწოდებას.

“ადამიანების სიგარეტზე დამოკიდებულებას ნიკოტინი იწვევს, თამბაქოს წვის დროს გამოყოფილი ათასობით მავნე ქიმიკატი კი - პოტენციურ სიკვდილს. სწორედ ამიტომ, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები შეიძლება მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცეს ზრდასრული მწეველთათვის, რომლებიც ტრადიციულ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებით ჩაანაცვლებენ”, - განაცხადა FDA-ს წარმომადგენელმა, სკოტ გოტლიბმა (Scott Gottlieb).

აღსანიშნავია, რომ ეს ინოვაციური პროდუქტი არ წარმოადგენს მოწევისთვის თავის დანებების შესაძლებლობას, არამედ არის პრობლემის კომპრომისული გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ ისეთ ჯანდაცვის ორგანიზაციებს, რომლებიც მოსახლეობაში მოწევისა და ნიკოტინის მოხმარების სრულად აღმოფხვრას ისახავენ მიზნად.

მოწევის პრობლემასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებას მოწევის არ დაწყება წარმოდგენს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მოწევისთვის თავის დანებება მოკლევადიან პერიოდში დიდ სირთულეებს უკავშირდება, და რიგ შემთხვევებზე, მიუხედავად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისა, ადამიანები არ ამბობენ უარს თამბაქოს მოხმარებაზე. ასეთ შემთხვევაში ექიმები იძულებულები არიან, თავის დანებების ნაცვლად მათ სიგარეტის რაოდენობის შემცირება შესთავაზონ.

ეს არის თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკა, რომელიც ორგანიზმზე თამბაქოს ზეგავლენის არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა შემცირებას გულისხმობს. ამ პროცესში კი პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტას უკვამლო პროდუქტები წარმოადგენს. ინოვაციური ტექნოლოგია შესაძლებლობას აძლევს თამბაქოს ზრდასრულ მომხმარებლებს, ნელ-ნელა შეამცირონ ორგანიზმზე განხორციელებული ზეგავლენა და გააუმჯობესონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორ მოქმედებს თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკა?

შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტები უზრუნველყოფს ნიკოტინის ალტერნატიული გზით მიწოდებას. თამბაქოს წვის დროს გამოიყოფა 7000-მდე მავნე ქიმიკატი, რომელიც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მიზეზად სახელდება. ინოვაციური ტექნოლოგია კი საგრძნობლად ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას, შესაბამისად, მცირდება თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე.

ასეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება ელექტრონული სიგარეტები, Snus-ი და heat-not-burn ტექნოლოგიით შექმნილი თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები.

ამ ალტერნატიული მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენის შედეგად საგრძნობლად შემცირდა მწეველთა რაოდენობა და სიგარეტით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მაგალითად, შვედეთში, SNUS-ის გამოყენების შედეგად საგრძნობლად შემცირდა მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების რაოდენობა. მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მომხმარებელთა რიცხვი 1 მილიონს უტოლდება და მოწევისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მწეველ მამაკაცებში უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ასევე, რეკორდულ მინიმუმს გაუტოლდა არასრულწლოვან გოგონებს შორის ტრადიციული სიგარეტის მოხმარება და 1% გახდა. ევროპელი ექსპერტების აზრით, სნუსის ევროპის ბაზარზე დაშვება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოწევით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას 320 ათთასით წელიწადში. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება იაპონიაშიც, სადაც IQOS-ის გამოჩენის შემდეგ კი სიგარეტის გაყიდვები 34%-ით შემცირდა.

რა ხდება საქართველოში?

დაავადებათა კონტროლისა კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მწეველთა რაოდენობა 800 000-ს უტოლდება, ყოველწლიურად კი თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული დაავადებებით 11 000-მდე ადამიანი იღუპება, პასიური მოწევის შედეგად კი 3000 ადამიანი.

დავიდ სვინერი, ჯანდაცვს სამართლის, პოლიტიკისა და ეთიკის ცენტრის პროფესორი ოტავას უნივერსიტეტიდან (Centre for Health Law, Policy and Ethics at the University of Ottawa) მიიჩნევს, რომ მომხმარებელთათვის არჩევანის თავისუფლების და ნაკლები ზიანის შემცველი პროდუქტების შეთავაზებით, შესაძლებელია, რომ მსოფლიო სიგარეტის კვამლისგან გათავისუფლდეს.

”მომხმარებლები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შვედეთში, ნორვეგიაში, ისლანდიასა და ახლა უკვე იაპონიაშიც ცხადყოფენ, რომ გადადიან სიგარეტის ალტერნატივაზე, როდესაც აქვთ არჩევანის საშუალება.

წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, ადამიანებს რომ მიეცეთ წვდომა სიგარეტთან შედარებით დაბალი რისკის მქონე ალტერნატივების ფართო არჩევანზე, თუკი ექნებათ ინფორმაცია შემცირებულ რისკზე და თუკი იარსებებს პროპორციული რეგულაციები ამ მიმართულებით? ამ გზით გვექნება შესაძლებელობა ფუნდამენტურად შევცვალოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიის კურსი და სიგარეტები ისტორიის საფრფლეზე გავაგზავნოთ.”

გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორი მიხეილ წვერავა ამბობს, რომ სიგარეტის კვამლში შემავალი ნივთიერებები ათეროსკლეროზის, სიმსივნეებისა და სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ზრდის. თუმცა, არსებობს სიგარეტის შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივებიც.

“თამბაქოსთან მიმართებით ძირითადად მიჩვევას იწვევს ნიკოტინი. ნიკოტინს ბუნებრივია თავისი ვნებაც გააჩნია, მაგრამ ძირითადად მავნე ფაქტორები არის წვის შედეგად გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერებები და სხვადასხვა პროდუქტები, რომლებსაც გააჩნიათ ონკოგენური მოქმედება. შესაბამისად ისინი ავთისებიანი სიმსივნეების განვითარებას უწყობენ ხელს, ასევე ათეროსკლეროზის განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად ის პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ ამ წვის პროდუქტებს ითვლება, რომ ნაკლებად მავნე ზემოქმედება აქვთ. მსგავსი პროდუქტები მოხმარებლებს ეხმარება თავი დაანებონ სიგარეტის მოწევას და გადავიდნენ შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივაზე,”- ამბობს მიხეილ წვერავა.

მისი თქმით, ქართულ ბაზარზე მართალია ეს პროდუქტები იყიდება, თუმცა, სასურველია, რომ მოსახლეობისთვის ამგვარი ალტერნატივები უფრო ხელმისაწვდომი იყოს, რათა სიგარეტის მომხმარებელთა მეტ ნაწილს შეეძლოს მოწევის ჩანაცვლება.

R

საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ

"მე მეორედ დავიბადე..." - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალის ემოციური სტატუსი

სასტუმრო თბილისი მარიოტი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სტუმრებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს