ავტორი:

რატომ გამოაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი?

რატომ გამოაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი?

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და როგორც აღნიშნა, აპირებს მომავალი 4 წლის განმავლობაში მოქალაქეების ყველა ზარს უპასუხოს.

"ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი, ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს, რაც მთავარია, სხვები პრობლემებს მეტყვიან. 593 58 40 52 არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ. ვპასუხობდი წინასაარჩევნოდ და 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ, როგორც დეპუტატი", - თქვა ელისაშვილმა.

ამის შემდეგ, ელისაშვილს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მიმართა:

"ბატონო ალეკო, თქვენ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის - 577 201212 და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს. მოინიშნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?" - მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს (იხილეთ ვიდეო).

თანაპარტიელის ნაცვლად, "ოცნების" წევრს პასუხი ლევან იოსელიანმა გასცა:

"ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამინების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ეკრანს უყურებს და ელოდება, რომ მათ პრობლემებზე იქნება საუბარი. კარგი იქნება თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ, თუ ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავისი ნომერი დადო, გვარამიას ნომერი ყველას აქვს, თეა წულუკიანის ნომერიც თუ იქნება, ეს იქნება მხოლოდ კარგი“, - აღნიშნა იოსელიანმა.

თეა წულუკიანს "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან უპასუხა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა. მან სახალხო დამცველსაც მიმართა კითხვით, რამდენად დაირღვა მისი უფლება ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებით:

"ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს..." იხილეთ სრულად

ბურჯანაძის მუქარა კრიტიკოსებს - "ენა გააჩუმეთ! პოლიტიკურად ამოგაძრობთ ენას, არაპირდაპირი გაგებით ცხადია, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ!"

პირველი მარტიდან საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ

სამთო კურორტებზე სასტუმროები ხვალიდან გაიხსნება, საბაგიროები კი 8 მარტიდან