ავტორი:

"ათ წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - რას წერს გვარამია წულუკიანზე, რომელმაც მისი ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა

"ათ წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - რას წერს გვარამია წულუკიანზე, რომელმაც მისი ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მას შემდეგ რაც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მისი ტელეფონის ნომერი პარლამენტის დარბაზიდან საჯაროდ გამოაცხადა, მის ტელეფონზე ზარები არ წყდება.

გვარამია ინტერესდება, რამდენად დაირღვა მისი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა ამ ფაქტით და სახალხო დამცველს დაინტერესებისკენ მოუწოდებს:

"ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს. რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში და უსაზღვრო ბოროტებაში. ნინო ლომჯარია, უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ.

ps ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50 მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - წერს გვარამია "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გამოაცხდა, რაც დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გაასაჯაროვა საკუთარი მობილურის ნომერი და მოქალაქეებს მოუწოდა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაუკავშირდნენ მას.

"ბატონო ალეკო, თქვენ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის - 577 201212 და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს. მოინიშნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?" - მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.

"თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული" - რას ამბობს ოქიტაშვილი წულუკიანის შესაძლო კულტურის მინისტრობაზე

გიორგი ვაშაძე ათეულობით ბიტკოინს ფლობს - როგორია პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაცია

"ნიკა მელიას ზედმეტები მოსდის, თუმცა ამას მძიმე ემოციურ ფონს მივაწერ" - ალეკო ელისაშვილი