ავტორი:

"ცუდო გოგო, ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევ, ვამაყობ შენით!" - ნავალნის მიმართვა ცოლს და სასამართლო პროცესი დაკავებების ფონზე

"ცუდო გოგო, ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევ, ვამაყობ შენით!" - ნავალნის მიმართვა ცოლს და სასამართლო პროცესი დაკავებების ფონზე

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლის საკითხთან დაკავშირებული სხდომა მიმდინარეობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნავალნის ინტერესებს ადვოკატები ვადიმ კობზევი და ოლგა მიხაილოვა იცავენ. სასამართლოს დარბაზში ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია და მედიის წარმომადგენელი იმყოფებიან.

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ნავალნიმ თავის მეუღლეს, იულია ნავალნაიას მიმართა: "ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს გამუდმებით არღვევ. ცუდო გოგო, ვამაყობ შენით!“- ციტირებს რუსული მედია ნავალნის სიტყვებს.

სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სასამართლოს შენობის გარეთ სამართალდამცავებმა ნავალნის 60-მდე მხარდამჭერი დააკავეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ბრალდებები უნდა განიხილონ, რომლის თანახმადაც ალექსეი ნავალნიმ გაფლანგვის საქმეზე 2014 წელს მისჯილი პირობითი სასჯელი დაარღვია.

ცნობისთვის, 2014 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი მოსკოვის სასამართლომ 30 მილიონი რუსული რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული "ივ-როშესა“ და 16 მილიონი რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული "კიროვლეს“ საქმეებზე დამნაშავედ ცნო და პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 2017 წლის აგვისტოში კი გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე გაუგრძელეს. "ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამვლის გამო ბერლინის საავადმყოფოში გადაყვანილი ნავალნი 17 იანვარს, რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, რუსეთში დაბრუნდა. ის მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

რუსეთმა გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის ელჩები ქვეყნიდან გააძევა

ექიმი, რომელიც ალექსეი ნავალნის ომსკში, მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა

ცხელება, შემცივნება, შეშუპება - რა გვერდითი ეფექტები ვლინდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ