ავტორი:

ექიმი, რომელიც ალექსეი ნავალნის ომსკში, მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა

ექიმი, რომელიც ალექსეი ნავალნის ომსკში, მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა

ცნობილი ხდება, რომ ომსკის საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციული განყოფილების უფროსი თერაპევტის მოადგილე, სერგეი მაქსიმიშინი რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამლვის შემდეგ მკურნალობდა, მოულოდნელად, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

CNN - ის ინფორმაციით, ექიმის გრდაცვალების თაობაზე ინფორმაცია ომსკის საავადმყოფომ გაავრცელა, თუმცა გარდაცვალების მიზეზზე განცხადებაში ნათქვამი არაფერია.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს მას შემდეგ მოხვდა, რაც ციმბირიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში გახდა ცუდად.

ომსკში ნვალნი სამედიცინო კომაში შეიყვანეს, შემდეგ კი სამკურნალოდ პოლიტიკოსი ბერლინის კლინიკაში გაამგზავრეს, სადაც რეაბილიტაციისთვის 5 თვე დაჰყო.

ნავალნის შტაბის ხელმძღვანელის ლეონიდ ვოლკოვის განცხადებით, გარდაცვლილი ექიმი ხელმძღვანელობდა ომსკში ყოფნისას ოპოზიციის ლიდერის მკურნალობას და ნავალნის მდგომარეობაზე ყველაზე მეტი იცოდა.

როგორც კოლეგები წერენ, მაქსიმიშინი საავადმოფოში 28 წელი მუშაობდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. "ის გარდაიცვალა იმ რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელშიც ლამის მთელი ცხოვრება იმუშავა", - ვკითხულობთ ერთ-ერთ სტატიაში.

რომის პაპმა ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად, ისტორიაში პირველად, ქალი დანიშნა - "გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისთვის კარი გაიღო"

“კიდევ რა უნდა მოხდეს, ზარბაზნიდან ცეცხლს ხომ არ გახსნის პუტინი?!" - რას უკავშირებენ ნავალნის ექიმის გარდაცვალებას და როგორია საზოგადოების რეაქცია

ტრაგედია ინდოეთში -  ჰიმალაის მყინვარიდან წყლის მოვარდნის შედეგად 150-მდე ადამიანი გარდაიცვალა (ფოტოები)