ავტორი:

"სასამართლოს ის ინფორმაცია მივაწოდე, რაც აინტერესებდა" - პროკურორის თქმით, ანა გაბეჩავამ "მერსედესის" 5 მგზავრის სახელები და გვარები დაასახელა

"სასამართლოს ის ინფორმაცია მივაწოდე, რაც აინტერესებდა" - პროკურორის თქმით, ანა გაბეჩავამ "მერსედესის" 5 მგზავრის სახელები და გვარები დაასახელა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ანა გაბეჩავამ განაცხადა, რომ მან სასამართლოში დასმულ ყველა კითხვას გასცა პასუხი. გაბეჩავას განმარტებით, მან გარკვეული პირების იდენტიფიცირება მოახდინა.

"სასამართლოს ის ინფორმაცია მივაწოდე, რაც აინტერესებდა, რა კითხვებიც იყო დასმული, ყველას გავეცი პასუხი", - განაცხადა გაბეჩავამ.

საქმის პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის განმარტებით, გაბეჩავამ წვეულებაზე განვითარებულ მოვლენებთან და იმ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც შეესწრო. პროკურორის თქმითვე, გაბეჩავამ 5 ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა და მათი სახელები და გვარები დაასახელა. საუბარია, "მერსედესის" მგზავრებზე.

ადვოკატების განმარტებით კი, ანა გაბეჩავას დღეს სასამართლოში ახალი ინფორმაცია არ გაუჟღერებია.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სრულწლოვნებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

"ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს "ტვ პირველში" შეჭრას, სიცრუეა - არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას" - პროკურატურა

"ღუმელი რომ მესროლა, კარი გაიხსნა და თავში მოხვდა ბავშვს..." - დედა, რომლის 11 თვის შვილიც მეუღლესთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა, შემზარავი ამბის დეტალებს იხსენებს

რა ევალება კერძო დაცვის სამსახურს და რა შემთხვევაში ჩაითვლება მისი მოქმედება კანონდარღვევად? -  რას ამბობს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი?