ავტორი:

"ღუმელი რომ მესროლა, კარი გაიხსნა და თავში მოხვდა ბავშვს..." - დედა, რომლის 11 თვის შვილიც მეუღლესთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა, შემზარავი ამბის დეტალებს იხსენებს

"ღუმელი რომ მესროლა, კარი გაიხსნა და თავში მოხვდა ბავშვს..." - დედა, რომლის 11 თვის შვილიც მეუღლესთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა, შემზარავი ამბის დეტალებს იხსენებს

"ღუმელი რომ მესროლა, კარი გაიხსნა და თავში მოხვდა ბავშვს..." - დედა, რომლის 11 თვის შვილიც მეუღლესთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა, შემზარავი ამბის დეტალებს იხსენებს

გურჯაანში, ცოლ-ქმრის ჩხუბის დროს 8 თვის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, გარდაცვლილი ჩვილის დედა, თეონა ონიაშვილის შემზარავი ამბის დეტალებს იხსენებს.

"მეზობელთან როდესაც გავიყვანე, ბავშვი თავს ვერ იმაგრებდა ფიზიკურად, მიხუტებული მყავდა გულზე, ნელი პულსით სუნთქვადა... ჩემთვის უნდა ესროლა ის ღუმელი, რომ მესროლა, ღუმელის კარი გაიხსნა და თავში მოხვდა ბავშვს... ზოგი ამბობს, ვითომ ჩემმა მეუღლემ მე მესროლა ღუმელი და ბავშვი ავიფარე სახეზე, ასე არ ყოფილა... ბავშვის დაცვა მინდოდა, მიხუტებული მყავდა გულზე... მომხვდა ღუმელი და ღუმელის კარი გაიხსნა და მოხვდა თავში და თავის არეში ჰქონდა დაზიანება... მიყენებული დაზიანებით გარდაიცვალა... შვილი მომიკლა, 11 თვის ბავშვი ცივ სამარეში ჩავდე, როგორ არ უნდა დაისაჯოს ასეთი მამა?! მოსამართლეს ვეთანხმები...", - აცხადებს თეონა ონიაშვილი.

გარდაცვლილი ბავშვის ბებია აცხადებს, რომ მეუღლე მის შვილზე ფიზიკურად ძალადობდა და ადასტურებს, რომ ბავშვი მიყენებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.

"ცემდა და ემუქრებოდა, რომ ეშინოდა ამიტომ არასროს მიუმართავს პოლიციისთვის... ბავშვს სახე სულ დალურჯებული ჰქონდა...", - აცხადებს თეონა ონიაშვილის დედა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ შავლიაშვილს სახელმწიფო ბრალდება ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, თუმცა მას სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, მოსამართლემ ამ შემთხვევაში პროკურორის არგუმენტები სარწმუნოდ მიიჩნია და ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 11 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეკავა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.

"100 000 ძლივს მიაშავა ამხელა ქონებიდან ცოლს" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის, რას პასუხობს მას ჩოგბურთელის ადვოკატი?

სიცრუეა, თითქოს პოლიციელები "კომენდატის საათის" დროს ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან - შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას მოახდენს

"საქონლის სადგომში მონასავით ექცეოდა... ცემის შემდეგ გარდაიცვალა" - კახეთში მოტყუებით ჩაყვანილი რუსეთის მოქალაქის საქმე და პროკურატურის განცხადება