ავტორი:

წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დაკავებულ 3 ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დაკავებულ 3 ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, გირაოს, თითოს შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით გამოყენებას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა.

როგორც ადვოკატი ზაზა გოროზია აცხადებს, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პირველ თებერვალს, წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 3 ყოფილი პოლიციელი დააკავა, ხოლო ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წელს, ბრალდებულებმა ძებნაში მყოფი პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლ.ა.-ს ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიმართ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, წამებასა და უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი.

"ბევრი პოლიციელი გამოწვევებით სავსე პერიოდში ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობს... ამ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები" - რა განცხადება გაკეთდა შსს-ში?

"გიორგის გაუჩინარებიდან 1 თვეში" მისი "ფეისბუქი" განახლდა, სამართალდამცავებმა ვერაფრით გატეხეს ეს გვერდი აქამდე" - რას ყვება დედა, რომლის ვაჟს მე-3 თვეა ეძებენ

"სპარში" შეიარაღებული არასრულწლოვნები შეიჭრნენ - დაკავებულია 2 პირი