ავტორი:

"შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას..." - ექსპერტი

"შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას..." - ექსპერტი

NDI- ს ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომ კვლავ ძალიან დიდია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვისაც არც "ქართული ოცნება" უნდა და არც - "ნაციონალური მოძრაობა".

რამდენად რეალურია, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიძლება გამოჩნდეს ახალი ძალა, ან შეიქმნას რაღაც გაერთიანება, რომელიც ამ ადამიანთა მხარდაჭერას მოიპოვებს? - ამ კითხვაზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ შემდეგი უპასუხა:

- საპარლამენტო არჩევნებამდე გამოჩნდა რამდენიმე პარტია, რომელთაც თითქოს ჰქონდათ მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი. ეს განსაკუთრებით ეხება "ლელოს", თუმცა მან არ ითამაშა მესამე ძალის წესებით, მიეკედლა ერთ-ერთ პოლუსს, ანუ "ნაციონალურ მოძრაობას" და შანსიც დაკარგა.

პატარა ქვეყანა ვართ, ასეთ მოკლე ხანში მესამე ძალა საიდან შეიძლება გამოიწუროს, ძნელი სათქმელია, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთი კანონზომიერება - საკვანძო ეტაპზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა მმართველი პარტიისგან ჩნდება ხოლმე. მაგალითად, "მრგვალი მაგიდისგან" შეიქმნა ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია, "მოქალაქეთა კავშირში" გაჩნდა ე.წ. რეფორმატორთა ფრთა, რომელმაც საბოლოოდ გადააყენა შევარდნაძე... მმართველ გუნდში მყოფ ადამიანს მოსახლეობისთვის თავის გაცნობა და მისი ყურადღების მოპოვება არ სჭირდება, ის ისედაც სულ მათ თვალწინ ტრიალებს, ამომრჩეველი მას იცნობს. ხშირად ხელისუფლებისგან გამოყოფილ ახალ პარტიას სიახლე არ მოაქვს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის ხელისუფლებიდან არის წამოსული და ოპოზიციად ყალიბდება, უფრო მისაღები ხდება ამომრჩევლისთვის.

არც ახლაა გამორიცხული, "ქართული ოცნების" შიგნით გამოჩნდეს ძალა, რომელიც სერიოზულ ოპოზიციურ ძალად იქცევა. სხვათა შორის, ივანიშვილმაც განაცხადა, ველოდები, რომ გამოჩნდება ისეთი პარტია, რომელიც "ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში გადაიყვანსო...

მოკლედ, კანონზომიერებას დავაკვირდეთ. ვვარაუდობ, რომ ტრადიციის გათვალისწინებით, შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას... წაიკითხეთ სტატია სრულად

"ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო" - რა განაცხადა, ჰარცელმა, რომელიც წულუკიანმა გვარამიასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ პარლამენტში "დაიბარა"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, ლევან იოსელიანი წარადგინეს