ავტორი:

"ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო" - რა განაცხადა ჰარცელმა, რომელიც წულუკიანმა გვარამიასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ პარლამენტში "დაიბარა"

"ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო" - რა განაცხადა ჰარცელმა, რომელიც წულუკიანმა გვარამიასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ პარლამენტში "დაიბარა"

“ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, - დაწერა პარლამენტარმა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მას შემედეგ, რაც ევროკავშირის ელჩი, მის მიერ პარლამენტის სხდომაზე "მთავარი არხის" გენდირექტორის ტელეფონის გასაჯაროებას კრიტიკულად გამოეხმაურა. უფრო სწორედ, ჰარცელმა წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა. ამასთანავე ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად თვლის.

როგორც ირკვევა კარლ ჰარცელი წულუკიანთან შეხვედრაზე პარლამენტში დღეს მართლაც მივიდა, რის შემდეგაც წულუკიანმა განაცხადა, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მის განცხადებაზე კარლ ჰარცელის შეფასება ჰარცელის პირადი პოზიცია იყო და ევროკავშირის პოზიციას არ წარმოადგენს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტში პირადად მისი მიწვევით, სწორედ გუშინ გაკეთებული განცხადების თაობაზე მივიდა.

წულუკიანის აზრით, პლენარულ სხდომაზე გვარამიას საკონტაქტო ნომრის გამოცხადება "ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო და ეს მისი პროფესიაა". წულუკიანის თქმით, ეს შედეგიანი იყო, რადგან მას შემდეგ “გვარამია წკავწკავებს”.

"კარლ ჰარცელთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შეხვედრისას გაირკვა, რომ ჩემთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია და პირადი აზრი, რაც ნიშნავს, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის. ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი პოზიცია მისი პირადი აზრია. ადამიანს აქვს პირადი პოზიცია და არ არის მნიშვნელოვანი პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"რისი თქმაც შეხვედრასთან დაკავშირებით შემიძლია, არის ის, რომ ამ შეხვედრას მივესალმები, რადგან ჩემი აზრით, დისკუსია ყოველთვის კარგია, ვინაიდან ვიცით, რომ ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო. გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“, - ეს კი შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.

კითხვაზე, იგივე პოზიციაზე რჩება თუ არა, რა განცხადებაც გუშინ გააკეთა, ელჩმა აღნიშნა, რომ საკუთარ განცხადებებს მხარს უჭერს, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შესახებ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, კომენტარის გაკეთება არ სურდა.

"ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა, ეს მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიზიარეთ ერთმანეთის პოზიციები. ჩემთვის ამგვარი საკითხი არის უფრო ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის აღწერა მედიაში", - განაცხადა ჰარცელმა.

"ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება" - რას ნიშნავს კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის აქტის ხელახლა წარდგენა?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა