თბილისის ნაწილს დღეს გაზის მიწოდება შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს გაზის მიწოდება შეუწყდება

საბურთალოს რაიონში ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის გარკვეულ ნაწილს დღეს გაზის მიწოდებს შეუწყდება.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება შევარდენიძის, ზაქარიაძის, ასათიანის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის (# 14-#42), ყაზბეგის გამზირის (#18-24, #29-35), ამბროლაურის, საბურთალოსა (#57-65) და ნუცუბიძის ქუჩების (#26-48) ნაწილს.

გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად 10 სექტემბრიდან დაიწყება.

კომპანია ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"