ავტორი:

ზელენსკიმ პრორუსული ტელეარხები დახურა, რომელთა უკანაც პუტინის ნათლიმამა დგას -  "ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ბრძოლა აგრესორის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ"

ზელენსკიმ პრორუსული ტელეარხები დახურა, რომელთა უკანაც პუტინის ნათლიმამა დგას -  "ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ბრძოლა აგრესორის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ"

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მიერ შეთავაზებულ სანქციებს 3 ტელეკომპანიის მიმართ. ეს მაუწყებლები უკრაინის პრორუსულ ოპოზიციურ პლატფორმასთან არიან კავშირში. გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ, მათი ტელეტრანსლაცია შეწყდა, ტელევიზებს მხოლოდ ონლაინმაუწყებლობა შეუძლიათ.

ეს არხებია: 112, NewsOne და ZiK, რომელთაც ფაქტობრივი მეპატრონე პრორუსული ოპოზიციური პლატფორმის “За життя” წევრი, ტარას კოზაკია, თუმცა, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ტელეკომპანიების რეალური მფლობელი ზემოთ ნახსენები პლატფორმის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ მედვედჩუკია. როგორც მედია იუწყება, მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა და უკრაინაში ერთ-ერთ უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანია. 2014 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შემდეგ, აშშ-მა მას სანქციები დაუწესა. მედვედჩუკი კავშირს ზემოხსენებულ ტელეკომპანიებთან უარყოფს.

ზელენსკის თქმით, სანქციების დაწესება არ იყო მარტივად გადასაწყვეტი. მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ეწინააღმდეგება აგრესორი ქვეყნის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდას. "ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ეს არის ბრძოლა იმ საინფორმაციო ომის წინააღმდეგ, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".

საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებული რეგულაციების მოწინააღმდეგეებმა ვაქცინაციის ცენტრები ვანდალურად დააზიანეს

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს