ავტორი:

"სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას" - ფოთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

"სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას" - ფოთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

ფოთში მოხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი და მოკლული გურამ ახალაია წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი შვილთან ერთად და ერთ თანმხლებ პირთად ერთად იმყოფებოდა.

„რამდენიმე გასროლა მოხდა, მამაკაცი ჩაცხრილეს მანქანაში. რას უკავშირდება მკვლელობა არ ვიცი, სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას.

შემთხვევა მოხდა საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოსთან, სადაც მუდმივად პოლიციელები არიან", - განაცხადა თვითმხილველმა მარიამ ბჟალავამ.

შეგახსენებთ, ფოთში 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღადან რამდენჯერმე ესროლეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ .

"გია შალიკაშვილი 2006 წელს წამებით მოკლეს, ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული, ფრჩხილები კი დამძვრალი" - რას ყვებიან წლების წინ და ფოთში დღეს მომხდარ მკვლელობებზე მეზობლები და ნათესავები

"სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი დაკავებულია" - ვაჟა სირაძის კომენტარი ფოთში მომხდარ მკვლელობაზე

ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს - ფოთში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს