ავტორი:

"მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი საკმაოდ ბევრია, ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი" - ნინო გიორგობიანი

"მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი საკმაოდ ბევრია, ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი" - ნინო გიორგობიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი გაიხსენა და ამისთვის მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

“როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, არ შემიძლია, არ გავიხსენო მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი. ასეთი საკმაოდ ბევრია, თუნდაც ბოლო ფაქტი, როდესაც კასპში, შეიარაღებულ მოქალაქეს მძევლად ჰყავდა აყვანილი ორი პირი და საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა.

მაშინ ყველა მედიასაშუალებამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სანამ არ დასრულდა სპეცოპერაცია, ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაშუქებულა. ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი“- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

იქნება თუ არა მოსწავლეებისთვის სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო?

538 ახალი ინფიცირებული და 18 გარდაცვლილი - როგორია უახლესი მონაცემები კორონავირუსის შესახებ, ქვეყნის მასშტაბით

შეცდომით გამოქვეყნებულმა ქართული სკოლის ფოტოებმა ავსტრიელი საზოგადოება აღაშფოთა - ქართველი ოჯახის დეპორტაციის გარშემო სკანდალი გრძელდება