ავტორი:

დღის ფოტო კახეთიდან: მოსწავლე ონლაინ გაკვეთილზე სათივედან ერთვება

დღის ფოტო კახეთიდან: მოსწავლე ონლაინ გაკვეთილზე სათივედან ერთვება

მუსიკოსი, ფოლკლორული ანსამბლის "ჩვენებურების" წევრი სოლომონ გოგაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოს, რომელზეც მისი შვილი ონლაინგაკვეთილზე ყოფნის დროსაა აღბეჭდილი. ფოტო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკშია გადაღებული და ბიჭუნა გაკვეთილს სათივედან ესწრება.

"ბუნების გაკვეთილზე სათივეში დამიხვდა. თუ მაინდომა, დარჩეს ონლაინ “უროკებზე” - წერს ბავშვის მამა ფოტოზე.

ცნობისათვის, ქართველი მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაში თითქმის ერთი წელია ჩართულნი არიან. საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას თქმით, 15 თებერვლიდან ბავშვები სკოლებში, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას.

იქამდე სანამ, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოს დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოყალიბებაზე საუბრობს, ონლაინ სწავლის თითქმის ერთწლიანმა პერიოდმა უამრავი პრობლემა გამოკვეთა, მათ შორის უმთავრესი: მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერნეტსა და ტექნიკურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა - ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო, მოსწავლეთა 30%-ს აღნიშნულზე წვდომა არ აქვს. განსაკუთრებით მწვავე იყო ეს პრობლემა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან მიმართებაში და მთის და სოფლის სკოლების ნაწილში.

ხაშურელი რაგბის მწვრთნელის საოცარი მინიატურები - "სხვისთვის უბრალო ნივთში, მე შეიძლება სახლის კარი ან ფანჯარა დავინახო..."

რა დაემართა ჩინელ მსახიობს ცხვირის ოპერაციის შემდეგ - "გამიჩნდა ნეკროზი, ცხვირის წვერზე ქსოვილი უბრალოდ მოკვდა" (ფოტოები)

"კარპატების მარადონა" - რუმინელი გეორგე ჰაჯი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცაცია ფეხბურთელია