ავტორი:

„ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა, რომელსაც არ ველოდებოდი“- ტაქსის მძღოლის ისტორია

„ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა, რომელსაც არ ველოდებოდი“- ტაქსის მძღოლის ისტორია

ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ, როცა სლოგანი „დარჩი სახლში“ აქტუალური იყო, საქმიანობა არ შეუწყვიტავთ - საკუთარმა პროფესიამ მათ სახლში დარჩენის საშუალება არ მისცა. მუშაობდნენ სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, მუშაობდნენ საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის და ჩვენთვის.

დავით ჟღენტი რუსთავში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლია. მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. Yandex Go - ს პარტნიორი ტაქსოპარკის მძღოლი აღნიშნავს, რომ თავიდანვე იცოდა - საქმე „უხილავ მტერთან“ ჰქონდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ცნობილი აფორიზმია - „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“, ჰოდა „დაღრეჯილობას“ არც თავად მიეცა. პანდემიის მიუხედავად, მუშაობა არ შეუწყვიტავს. თვლის, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, როცა ამ რთულ პერიოდში ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარება. ამიტომ, საქმიანობას ყველანაირი რეგულაციების დაცვით აგრძელებდა იქამდე, ვიდრე თავად არ დაინფიცირდა ოჯახის წევრისგსნ.

ახალა როცა მძღოლმა კორონავირუსი დაამარცხა, თავს კარგად გრძნობს და მუშაობას აგრძელებს, თავის გამოცდილებას გვიზიარებს:

„რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტსაც კი ერიდებიან, მუშაობა რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით თავიდან, როცა ჯერ არც კი ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ როგორც ამბობენ, „შიში ვერ იხსნის სიკვდილს“. ჩემი სახლში დარჩენა იმ პირობებში, როცა ყველაფერი ჩაკეტილია, ავტომატურად ნიშნავდა ოჯახის შემოსავლის გარეშე დარჩენას. გარდა ამისა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ, ამ რთულ პერიოდში ადამიანებს გადაადგილებაში ვეხმარები, რაც არსებული რეგულაციებით სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ პანდემიის მიუხედავად, მუშაობა არ შემიწყვიტავს, ვიცავდი ყველანაირ წესს და რეგულაციას: პირბადე, ანტისეპტიკური ხსნარი, ყველაფერი მქონდა მანქანაში. რეგულარულად ვუკეთბდი მანქანას დეზინფექციას, ბევრს ვფრთხილობდი, მაგრამ საბოლოოდ ვირუსი მაინც შემხვდა,“- აღნიშნავს დავით ჟღენტი.

როგორც იხსენებს, ერთ დღეს, როცა ჩვეულებრივ სამსახურში წასასვლელად, დილის 8 საათზე გაიღვიძა, თავი შეუძლოდ იგრძნო და სიცხეც დაუფიქსირდა. გარშემომყოფებისთვის რომ საფრთხე არ შეექმნა, თვითიზოლაციაში გადავიდა. მოგვიანებით ტესტიც გაიკეთა და დადებითი აღმოჩნდა. დავითმა კოვიდ 19 რთულად გადაიტანა, ოჯახის წევრებს მასთან შედარებით გაუმართლათ - ვირუსი იოლ ფორმებში გადაიტანეს და სახლში იმკურნალეს.

„მე ძალიან გამირთულდა, დავმძიმდი და საავადმყოფოში მომიწია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა, რეანიმაციაშიც ვიყავი 5 დღე.

თავიდან სახლში ვმკურნალობდი, ეს ის პერიოდია, როცა სასწრაფოსაც უჭირდა დროულად მისვლა გამოძახებაზე, რა თქმა უნდა, მეგობარსაც ვერ დავურეკავდი რომ წავეყვანე. ნათესავები, მეგობრები, ახლობლები გვეხმარებოდნენ, პროდუქტი მოჰქონდათ და კართან გვიტოვებდნენ. მოგვიანებით კოვიდ სასტუმროში გადავედი, ძალიან რომ დავმძიმდი, საავადმყოფოში გადამიყვანეს,“- ამბობს დავით ჟღენტი. როგორც თავად ამბობს, მისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში ფინანსური დახმარება Yandex Go გაუწია. დავით ჟღენბტი გვიყვება, რომ Yandex - ტაქსის აპლიკაციაში 2 წლის წინ ჩაერთო. ავადმყოფობის პერიოდში დახმარების ეს შესაძლებლობა თავიდან აღარც ახსოვდა.

„პანდემია რომ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ მოვიდა ტელეფონზე შეტყობინება, რომ Yandex Go ეხმარება იმ მძღოლებს რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ეს აღარც მახსოვდა მაშინ, როცა თვითიზოლაციაში გადავედი. მოგვიანებით, სამსახურიდან დამირეკეს და შემახსენეს ეს შესაძლებლობა. Yandex Go-მ გამიწია ფინანსური დახმარება. გავგზავნე ფორმა ასი, პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა. ძალიან გამიხარდა, ნამდვილად არ მოველოდი ამხელა ყურადღებას. ასეთ დროს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მადლიერი ვარ მათი. ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს და ყოველთვის ვერ ვახერხებთ დანაზოგის გაკეთებას, ამიტომ ეს თანხა, რომელიც ჩაირიცხა, ძალინ დიდი დახმარება იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა სრულიად ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დავრჩით. ძალიან კარგი და დროული ინიციატივაა, ვიცი რომ ფონდის დახმარებების გაცემა გრძელდება, რადგან ამ რთულ პერიოდში გვჭირდება ყურადღება და გვერდში დგომა“,-აღნიშნავს დავით ჟღენტი.

საქართველოში კორონა ვირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის Yandex Go-ს ფინანსური მხარდაჭერის ფონდი მოქმედებას 2021 წლის ბოლომდე აგრძელებს. პროგრამა ვრცელდება ყველა იმ მძღოლზე, რომელიც სერვისთან დღეში 2 საათი მაინც მუშაობს. საქართველოს გარდა, მხარდაჭერის პროგრამა კიდევ შვიდ ქვეყანაში მოქმედებს. ფონდის მთლიანი მოცულობა 6 მილიონ დოლარს აჭარბებს. ფინანსური დახმარების მისაღებად, მსურველები უნდა დაუკავშირდნენ მხარდაჭერის სამსახურს, Yandex Go-ს აპლიკაციის საშუალებით.

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილი ნაადრევად დაიბადა

ყველაზე აქტუალური და საინტერესო სასაჩუქრე იდეები ვალენტინობისთვის

ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრად საწვავისა და რეცხვის ვაუჩერები მოყვება