ავტორი:

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

გთავაზობთ ფრაგმენტს გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული დათო ევგენიძის ინტერვიუდან:

ჩვენი ინტერვიუ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ კომპოზიტორ დათო ევგენიძესთან ნინოობას დაემთხვა და, ფაქტობრივად, მასთან ერთად შევიძინეთ საჩუქარი მისი მეუღლისთვის, მერე კი მასთან ერთად გადავეცით.

დათო ევგენიძე:

- დღევანდელი დღე ეძღვნება ჩემს ნინოს და ყველა ნინოს. ასეთი ლექსიც მაქვს დაწერილი:,

,არ მაპატიეს, მე რომ ხანდახან ღამეს ვუთევდი პიანინოებს. მე კი მეგონა, რომ ყოველ დილით ცა მიგზავნიდა წმინდა ნინოებს".

მთელი ცხოვრება ვამჩნევდი, რომ ძალიან ლამაზი გოგონა დადის ქუჩებში. ალბათ, ყველა ჯანმრთელი მამაკაცის თვისებაა, როდესაც ლამაზ გოგოს დაინახავს, ფიქრობს, რატომ არ არის ჩემიო. ბოლოს გახდა ჩემი. უკვე 16 წელია, ერთად ვართ.

- როგორ შემოიჭრა ნინო თქვენს ცხოვრებაში?

- 16 წლის წინ მოსკოვიდან ჩამოვედი, ვმუშაობდი ბონდარჩუკის ფილმზე "მეცხრე როტა". ამ დროს კიდევ ერთხელ გართულდა რუსულ-ქართული ურთიერთობები და რუსული საკონსულო არ მუშაობდა. მე ერთი კვირით ვიყავი ჩამოსული ვიზის გასაგრძელებლად, მაგრამ ექვსი თვე მომიწია აქ ყოფნამ. სწორედ ამ პერიოდში "აჭარა ჰოლში" შევდიოდი და შემხვდა ნინო, რომელიც დაახლოებით 10 წლის უნახავი მყავდა. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. გადავკოცნეთ ერთმანეთი და მაშინვე ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. გაეცინა, დაიბნა, ამ დღიდან ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა.

- ვინ იყო ამ ამბით გაოცებული?

- მთელი თბილისი. ცოლად მოვიყვანე თავისი შვილის დაბადების დღეზე. ვაცილებდი და სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე. ჩემი შვილის დაბადების დღეზეო... მისი პირველი ქმარი ჩემი ძველი მეგობარია, დიდი ხნის გაცილებული არიან. მისი ყოფილი ქმრის დედაც ჩემი ახლობელია... შევყევი დაბადების დღეზე, თან ხელი მქონდა გადახვეული. სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა დაიბნა, ერთად რომ დაგვინახეს. მე მივედი მის ყოფილ ქმართან, მოვიკითხე და ვუთხარი, პირველს შენ უნდა გითხრა, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი. ჯერ ნინომაც არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა... დაბადების დღიდან რომ წამოვედით, ნინოს დედა სახლამდე მივაცილეთ და ვუთხარი, მაპატიეთ, სახლში ვერ გაგატანთ, ნინო ჩემთან მიმყავს-მეთქი. დაიბნა... დავტოვეთ და ჩემთან წამოვედით. ჩემთანაც არავინ იცოდა ეს ამბავი. რომ შევედით, ვუთხარი, გაიცანით, ნინო ჩემი ცოლია-მეთქი. გააგრძელეთ კითხვა

"სასაფლაოზე ბევრჯერ ავსულვარ და მისთვის ჩამირთავს ახალი სიმღერა, მჯერა, რომ უსმენს" - როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ და რას იხსენებს მეუღლე 3 წლის შემდეგ

"პოლონეთისა და ისლანდიის დელეგაციების წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ" - რა განცხადებას ავრცელებენ "ევროვიზიის" ორგანიზატორები

მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა 2021 წლის ულამაზესი ქალის ტიტული