ავტორი:

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ

რეჟისორ რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"მხატვარი, მწერალი, მოქანდაკე, რეჟისორი, 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი, მარიონეტების თეატრის დამაარსებელი - დიდი რეზო გაბრიაძე მარადისობას შეუერთდა.

"ჩემი ბოლო თხოვნა კი იქნება, ნუ დაგვიშლით სისულელეების კეთებას,“ - ამ სიტყვების ავტორმა ქართულ კულტურას, თავისი მრავალფეროვანი შემოქმედების სახით, უდიდესი განძი დაუტოვა.

ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის დიდი ტკივილი და დანაკლისი, რაც მისმა გარდაცვალებამ მოგვიტანა.ვიზიარებ სრულიად საქართველოს მწუხარებას", - წერს კალაძე.

დღის ფოტო თუშეთიდან - ცხენები თოვლიან უღელტეხილზე...

"პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცხვირის წვეთები" - ზაზა წერეთელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ მედიკამენტზე

"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - ირინკა კავსაძის ემოციური პოსტი ბაბუაზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა