ავტორი:

კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია

კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია

კვლევის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

როგორც AstraZeneca-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, კვლევების პირველად მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ მისი ვაქცინა ნაკლებ დაცვას სთავაზობს დაავადების მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ.

სამხრეთ აფრიკის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა "სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ.

"მცირე ფაზის კვლევებში, პირველადმა მონაცემებმა შეზღუდული ეფექტურობა აჩვენა "სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ“, - განუცხადა AstraZeneca-ს წარმომადგენელმა "ფაინენშალ თაიმსს“.

მისივე განცხადებით, კვლევაში მონაწილე 2 000 ადამიანიდან არც ერთი ყოფილა ჰოსპიტალიზებული და არც გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულა.

”ამასთან, ჩვენ ვერ შევძელით სწორად დაგვედგინა ვაქცინის მოქმედება დაავადების მძიმე ფორმებსა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებში, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის სუბიექტები ძირითადად ახალგაზრდა ჯანმრთელი ზრდასრულები იყვნენ”, - აცხადებენ კომპანიაში.

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ

"სამხრეთ კავკასიაში, რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის ფონზე, სად არის დასავლეთი?“ - რა პასუხს გასცემს ამ კითხვას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია?