ავტორი:

"ფოლოვერთან ერთად" - ახალი ინტერნეტ გადაცემა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"ფოლოვერთან ერთად" - ახალი ინტერნეტ გადაცემა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ინტერნეტ სივრცეში ახალი გადაცემა „ფოლოვერთან ერთად“ გამოჩნდა. მისი ნახვა თვეში ორჯერ Facebook გვერდზე Show_TV_Official და ასევე, Youtube არხზე იქნება შესაძლებელი. გადაცემაში, რომლის წამყვანიც თამთა კვარაცხელიაა, ცნობილი ინფლუენსერები და მათი ყველაზე აქტიური ფოლოვერები ერთმანეთს შეხვდებიან, გაიცნობენ და ერთად გაატარებენ ძალიან მხიარულ და მართლაც დაუვიწყარ ერთ დღეს.

გადაცემის ფორმატის მიხედვით, თვეში ორჯერ დასახელდება ინფლუენსერი, რომელიც თავისი „ინსტაგრამის“ საშუალებით დააანონსებს კონკურსს. პოსტის კომენტარებში ყველაზე აქტიური ფოლოვერი კი გახდება გამარჯვებული. სწორედ ის შეხვდება მისთვის საყვარელ ინფლუენსერს, საშუალება ექნება, რომ ისაუბრონ, დაუსვას ნებისმიერი კითხვა, რაც აინტერესებს და დრო სასიამოვნოდ და მხიარულად გაატარონ.

პირველი გადაცემის ინფლუენსერი სალომე გოგიაშვილი იყო, რომელმაც გამარჯვებულ ფოლოვერთან ერთად დღე სამედიცინო ველნეს ცენტრ „ბიოლში“ გაატარა. „ბიოლი“ თბილისის ცენტრიდან 15 კილომეტრში, კოჯრის სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს და სტუმრებს უმაღლესი დონის სამედიცინო-გამაჯანსაღებელ მომსახურებას სთავაზობს.

ცენტრი პრემიუმ კლასის სასტუმროსა და რესტორანს მოიცავს. სწორედ აქ გაატარეს დღე სალომე გოგიაშვილმა და მისმა ფოლოვერმა სალომე ჭიკაძემ. „ბიოლმა“ ისინი გამაჯანსაღებელი მასაჟითა და სხვა სარელაქსაციო პროცედურებით დააჯილდოვა, დღის ბოლოს კი უგემრიელესი ვახშმით გაუმასპინძლდა.

Show_TV_Official–ზე მალე დასახელდება შემდეგი ინფლუენსერი, რომელიც თავის ყველაზე აქტიურ ფოლოვერთან ერთად გაატარებს დაუვიწყარ დღეს. თავად Facebook გვერდი კიდევ არაერთ საინტერესო გადაცემასა და პროექტს უმზადებს მაყურებელს. მათ შორის იქნება გადაცემები მოდასა და თავის მოვლაზე.

არხის დამფუძნებელი კი არის ქეთი მაჭავარიანი, რომელსაც საკუთარი მარკეტინგული კომპანია აქვს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს და მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებასა და კამპანიების დაგეგმვაში ეხმარება ბევრ კომპანიას, რომელთა უდიდესი ნაწილი მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში საქმიანობს. თავად ქეთის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

პირველმა გადაცემამ საზოგადოების დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა. მაყურებელი კი უკვე მეორე ინფლუენსერის დასახელების მოლოდინშია.

„ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა, რომელსაც არ ველოდებოდი“- ტაქსის მძღოლის ისტორია

Samsung Galaxy S21-ის გაყიდვების ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა

როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომლის დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია