ავტორი:

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - ადგილზე 12 სახანძრო მუშაობდა

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - ადგილზე 12 სახანძრო მუშაობდა

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ შენობიდან დროულად მოხდა 12 მოქალაქის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოყვანა.

მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი გავრცელებული იყო იტალიური ტიპის სამსართულიანი სახლის სასხვენო გადახურვაზე. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ შენობიდან დროულად მოხდა 12 მოქალაქის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოყვანა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“,-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარტვილში მანქანა გზიდან გადავარდა და აალდა - არის მსხვერპლი

"სვანეთის უბანში გაზი აფეთქდა, არიან დაშავებულები" - ადგილობრივი შემთხვევის ამსახველ კადრებს აქვეყნებს

ქობულეთის სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში ცხოველებში ცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა