ავტორი:

"ფაიზერის" ვაქცინა 19 წლის ზემოთ პირებისთვის არის რეკომენდირებული, "ასტრაზენეკას" ვაქცინა - 16 წლის ზემოთ" - გაბუნია

"ფაიზერის" ვაქცინა 19 წლის ზემოთ პირებისთვის არის რეკომენდირებული, "ასტრაზენეკას" ვაქცინა - 16 წლის ზემოთ" - გაბუნია

ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც ვირუსი სამი თვის წინ გადაიტანა, მათ ვაქცინის გაკეთება მეორე, მესამე კვარტალში მოუწევთ.

„ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის მიხედვით პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს 3 თვე. ანუ პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს სამი თვის წინ, მათ ამ ეტაპზე ვაქცინაციას არ შევთავაზებთ, ანუ მათ მოუწევთ სადღაც მეორე, მესამე კვარტალში ვაქცინის გაკეთება“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბავშვების შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაზე.

„რაც შეეხება ბავშვებს, „ფაიზერის“ ვაქცინა 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან ზემოთ. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, მაშინ მწარმოებელი გადახედავს, სავარაუდოდ, თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად, ამას განვავრცობთ უკვე სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, ჯერჯერობით ვსაუბრობთ მოზრდილ მოსახლეობაზე გეგმის თანახმად - 19 წლის და ზემოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

"სინოდში არის არაერთი პერსონა, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს საქართველოს მომავალ პატრიარქად" - რა შემთხვევაშია შესაძლებელი პატრიარქის გადაყენება?

სკოლაში მე-5-12 კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

დაშვებულია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის?