ავტორი:

"სინოდში არის არაერთი პერსონა, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს საქართველოს მომავალ პატრიარქად" - რა შემთხვევაშია შესაძლებელი პატრიარქის გადაყენება?

"სინოდში არის არაერთი პერსონა, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს საქართველოს მომავალ პატრიარქად" - რა შემთხვევაშია შესაძლებელი პატრიარქის გადაყენება?

8 თებერვალს საპატრიარქოს ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. მალევე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ 11 თებერვალს სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ.

"გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ - ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველი ერარქის არჩევნების დანიშვნას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რამდენად რეალუარია ვინმე ეკლესიის შიგნით მართლაც გეგმავდეს პატრიარქის გადაყენებას და აქვს თუ არა სინოდს ამისთვის მექანიზმი? - ამ თემაზე "პალიტრანიუსის" გადაცება "პოლიტნიუსში" რელიგიის საკითხთა მკვლევარმა გოჩა მირცხულავამ ისაუბრა:

- პატრიარქის გადაყენება უფრო შიდა საეკლესიო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე მექანიზმის არარსებობა-არსებობის თემა. პატრიარქი შეიძლება გადაყენებული იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ქმედუუნაროა. რადგან სინოდის სხდომას თვითონ პატრიარქი იწვევს, შესაბამისად, ის ქმედუუნარო ადამიანად ვერ მიიჩნევა. რაიმე სახის ფორსირებული ვითარება რომ იყოს, სინოდის სხდომასაც ფორსირებულად მოიწვევდნენ, ანუ 8 თებრვალს არ გამოაცხადებდნენ და 11-ში არ ჩაატარებდნენ, შესაბამისად, ამ მიმართულებით მოვლენების განვითარების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. მით უფრო იმ კონტექსტში, როგორც გავრცელდა, რადგან მეუფე შიოს არ აქვს იმგვარი გავლენა და ძალაუფლება, რომ მან შეძლოს მთელი იმ ავანტიურის განხორციელება, რაც საჭირო იქნებოდა იმ შემთხვევაში, რაც იმ სქემით იყო გადმოცემული. სინოდში არის არაერთი დაჯგუფება და არაერთი პერსონა, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს საქართველოს მომავალ პატრიარქად. ასეთი რამ რომც განახორციელოს მეუფე შიომ, მას უდიდესი წინააღმდეგობა შეხვდება".

არსებობს თუ არა უახლოეს ისტორიაში სინოდის მიერ პატრიარქის გადაყენების პრეცედენტი? - ამ კითხვაზე პასუხად გოჩა მირცხულავამ განაცხადა:

"ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება, მით უფრო, საქართველოს უახლოეს ისტორიაში. რაოდენ ფიზიკურ უძლურებაშიც არ უნდა იყოს პატრიარქი, ის უდიდესი ძალაუფლების მქონეა ეკლესიაში, ამიტომ არ მჯერა, რომ მის წინააღმდეგ რომელიმე მეუფე წავა და მით უფრო, მისი გადაყენება აბსურდულად მიმაჩნია. სხვა საკითხია, არ ინტერესები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის ეკლესიას და რამდენად შეუძლია მათი განხორციელება".

"ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა" - კალაძე

კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?

"ვირუსი ცდილობს დაუბრუნდეს გავრცელების ბუნებრივ პოტენციალს, თუ ამის შესაძლებლობას მივცემთ, 6-8 კვირაში ისევ ცეცხლივით მოედება ყველაფერს" - ბიძინა კულუმბეგოვი