ავტორი:

"ზაზა გახელაძემ ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღო" - მურატ ჯიოევი

"ზაზა გახელაძემ ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღო" - მურატ ჯიოევი

ქართული მხარე "გახელაძის საქმეს" პროპაგანდისა და მიზანმიმართული სიცრუისთვის იყენებს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "პრეზიდენტის" წარმომადგენელმა პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა "ეხო-კავკაზასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის მისჯილ უკანონო, 12-წლიან პატიმრობასთან დაკავშირებით საუბრისას ჯიოევმა განაცხადა, რომ „ეს ყველაზე მსუბუქი სასჯელია.“

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“ გამუდმებით მოუწოდებენ, ჰუმანურობა გამოიჩინონ, თუმცა ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, როცა საქმე "სამხრეთ ოსეთის" ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებიც 2008 წლიდან არიან დაკარგულები.

"საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველ ჯერზე მოუწოდებენ სამხრეთ ოსეთს, გამოიჩინოს ჰუმანურობა, მაგრამ რატომღაც ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლიდან დაკარგულები არიან და საერთაშორისო ექსპერტებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ისინი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ხელში იმყოფებოდნენ" - განაცხადა ჯიოევმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია

აფხაზეთში შექმნილ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ შტაბს სომხები შეუერთდნენ

"ინფარქტი მიიღო, გულზე ნახეთქი ჰქონდა და ორი დღე ვერაფერი გაუგეს" - ბიბილოვის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და ჩაკეტილი ახალგორის პრობლემები