ავტორი:

თბილისში ოჯახიდან ცენტრალური გათბობის ქვაბი მოიპარეს - "ჩართულ მდგომარეობაში იყო და ჩახსნეს"

თბილისში ოჯახიდან ცენტრალური გათბობის ქვაბი მოიპარეს - "ჩართულ მდგომარეობაში იყო და ჩახსნეს"

თბილისში ოჯახიდან ცენტრალური გათბობის ქვაბი მოიპარეს, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში იყო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ლონგურაშვილი ავრცელებს, რომლის ოჯახშიც ქურდობის ფაქტი მოხდა. მისი ინფორმაციით, გათბობის ქვაბი სახლის პირველი სართულიდან, სავარაუდოდ, გამთენიისას მოიპარეს.

"სახლიდან მოგვპარეს გათბობის ქვაბი! ჩართული! თბილისი, საბურთალო, 2021 წელი. 9 თებერვალი... არაფერი არ ვიცი, როგორ, რანაირად, რა დროს. ფაქტია რომ იციან საქმე, იმიტომ რომ ჩართული იყო ქვაბი და ჩახსნეს. სავარაუდოდ, ღამე მოხდა და დაელოდნენ კომენდანტის დასრულებას და მერე წავიდნენ" - წერს ჟურნალისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

14 წლის გოგონა, რომელიც 2 თვის წინ გააუპატიურეს, ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ძალიან ცუდად იყო გაგებული, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს" - რაში ადანაშაულებს პროკურატურას ივერი მელაშვილი

"სხდომაზე დამატებით მტკიცებულებებს წარვადგენთ, ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის ჩადენილ ქმედებას აღიარებს" - პროკურორი