ავტორი:

ჯანადაცვამ ჟანგბადის 10 გენერატორი შეიძინა - რა დაჯდა მათი შესყიდვა?

ჯანადაცვამ ჟანგბადის 10 გენერატორი შეიძინა - რა დაჯდა მათი შესყიდვა?

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ჟანგბადის 10 გენერატორის შესყიდვაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

“ინტერპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ნაბიჯები გადაიდგა სამედიცინო ჟანგბადის მარაგების გაზრდის მიმართულებით. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შესყიდული დანადგარები ჯამურად დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადს აწარმოებს.

“თურქული კომპანიისგან მოხდა 10 ერთეული აირ-გენერატორის შესყიდვა თანმდევი ნაწილებითა და მომსახურებით. ჯამში პროექტის ღირებულებამ 3 171 036 ლარი შეადგინა. დანადგარებს ჯამურად დღიურად შეუძლია 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოება”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, თხევადი ჟანგბადის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გარდა, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში განცხორციელდა თხევადი სამედიცინო ჟანგბადის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან.

“მთავრობის ხელშეწყობით სამედიცინო ჟანგბადის ადგილობრივმა მწარმოებლებმა შეძლეს, დაეჩქარებინათ საკუთარი წარმოებების გაზრდა ბაზარზე არსებული გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და წარმოება გაეორმაგებინათ”, - აღნიშნავენ უწყებაში.

დღეს გიორგი შაქარაშვილის დაბადების დღეა, ის 20 წლის გახდებოდა - "გილოცავ იმიერ საქართველოში ... "

"დემონსტრაციულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი" - დაპირისპირება ზუგდიდში, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის

მახინჯაურში 75 კატა დაიხსნეს, რომლებიც 10 კვ/მეტრ ფართობში იყვნენ გამომწყვდეული