ავტორი:

"პარლამენტში მისასვლელად მანქანა და მძღოლი არ მჭირდება - თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და ცხენიც კი" - ლევან იოსელიანი

"პარლამენტში მისასვლელად მანქანა და მძღოლი არ მჭირდება - თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და ცხენიც კი" - ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობისთვის განკუთვნილ პრივილეგიებზე უარს აცხადებს.

როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განმარტა, პარლამენტში პრივილეგიებისთვის არ შესულა.

„ვიცე-სპიკერობა არ არის ის, რის გამოც მე პარლამენტში შევედი. როდესაც ოპოზიციით კვოტით გვერგო ეს თანამდებობა და დავინახე, რამდენი პრივილეგია მოყვება ამ პოსტს, მაგალითად: მძღოლი და მანქანა, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირდება. ამისთვის არ მივსულვარ იქ და ამის გარეშეც შემიძლია გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება. მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე“, - განაცხადა იოსელიანმა.

გარდა ამისა, იოსელიანმა საარჩევნო რეფორმასა და „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებულ მემორანდუმზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, არ არის დარწმუნებული, რომ მმართველი გუნდი მემორანდუმში ასახულ პუნქტებს ბოლომდე შეასრულებს.

„ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა არ იქნება მარტივი. მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრის შესრულებაზე წამოვა თუ არა. ის ეცდება რაღაცები მაინც სათავისოდ მოირგოს და სათავისო ჩანაწერები გააკეთოს. ჩვენ დავიწყეთ უკვე ამაზე მუშაობა და ჩემს როლს, როგორც ამ კომისიის თანათავმჯდომარის, ვხედავ, რომ მაქსიმალურად გასაგებად ავსახოთ კანონმდებლობაში ის, რომ არჩევნები აღარ გაყალბდეს. ეს შეთანხმება და რეკომენდაციები „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია ედო ეუთო/ოდირისგან, მაგრამ მას არასდროს თავში არ მოსვლია ამის გაკეთება. ამ შეთანხმებას რატომ მოაწერა ხელი? მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა და ბოიკოტმა აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. აქედან გამომდინარე, თუ მას თავის დაძვრენის საშუალება ექნება და ოპონირებას არ გაუწევ იმდენად კვალიფიციურად, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი ზედმიწევნით იყოს კანონმდებლობაში ასახული, ეჭვი მაქვს, რომ ისინი ეცდებიან სათავისოდ წაიყვანონ ეს პროცესი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა 87-ხმით, ვიცე-სპიკერის პოსტზე პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი აირჩია. იოსელიანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა.

"თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს ოპოზიციის რიგები იშლება" - კახა კალაძე

"ისინი  ჩემი მეგობრები არიან... აზრების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ...“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ლაშა ბუღაძე?

"ადამიანი 2012 წლის მერე "ნაცმოძრაობის“ წევრი რომ გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე" - მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე