ავტორი:

100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით

100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით

"არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თვით ყველაზე ძლიერმა და მდიდარმა ქვეყნებმაც კი ფინანსებისა და სხვა სახსრების დაზოგვა და ეკონომია დაიწყეს, რადგან პანდემიასთან ბრძოლამ უდიდესი დანახარჯი გამოიწვია.ამ ფონზე ერთგვარ, საინტერესო მოვლენად იქცა ინფორმაცია, რომ ჩვენმა მეზობელმა თურქეთის რესპუბლიკამ სამხედრო დახმარების მიზნით, საქართველოს 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტი გამოუყო.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ თანხების ათვისება მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და მის ფარგლებში საქართველო თურქული წარმოების აღჭურვილობას მიიღებს, ამასთან ერთად, დაგეგმილია მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია.

"შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის საფუძველზე, 100 000 000 (ასი მილიონი) თურქული ლირის აშშ დოლარში ეკვივალენტის (დაახლოებით 17 500 000) მიწოდების პრინციპებს. შეთანხმების თანახმად, გამოყოფილი სახსრებით სამხედრო მიზნებისთვის შეძენილი უნდა იქნეს საქონელი და მომსახურება, სასურველია - თურქეთში მოქმედი, ადგილობრივი ფირმებისა და კომპანიებისგან, ასევე, უნდა მოხდეს მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის შესაბამისად.

ქართულმა მხარემ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას წერილობით უნდა აცნობოს პრიორიტეტული პროექტის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს საქონლის სპეციფიკაციებს, ტიპსა და ოდენობას. პასუხად თურქულმა მხარემ მას უნდა აცნობოს, რა თანხა იქნება ხელმისაწვდომი 100 000 000 თურქული ლირიდან. თანხა უნდა აითვისონ კონკრეტული პროექტებისთვის მისი გამოყოფიდან 5 წლის განმავლობაში,"- ნათქვამია თავდაცვის კომიტეტის ანგარიშში.

სამხედრო თანამშრომლობის სფეროში არსებული გრანტის ფარგლებში, 2020 წლის 27 ნოემბერს თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 ავტობუსი და 12 ერთეული დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი გადასცა.ეს ოფიციალური ანკარის მხრიდან ქართული არმიისთვის გაწეული პირველი დახმარება როდია, საქართველო-თურქეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, მათ შორის - თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ქართული სპეცდანიშნულების დანაყოფის მომზადების სახით, რაც პარაშუტებით ხტომასაც ითვალისწინებდა.

შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში თურქულმა მხარემ გრანტის სახით ქართულ არმიას რამდენჯერმე გადასცა მაღალი გამავლობის მანქანები, აღჭურვილობა და ორი "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენიც კი.ამასთან, თურქეთის სამხედრო და ჟანდარმერიის სასწავლებლებსა და აკადემიაში ქართული არმიის არა ერთმა ოფიცერმა გაიარა გადამზადება, ხოლო თურქი ინსტრუქტორები ასწავლიდნენ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური თავდაცვის მინისტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამას...

მაგრამ მრავალწლიანი თურქული სამხედრო დახმარების პროცესში აშკარად იკვეთება თურქეთის გენერალიტეტის დიდი დაინტერესება იმით, რომ მარნეულის სამხედრო აეროდრომი მუდმივად მწყობრში იყოს.თურქული სამხედრო გრანტებით მარნეულის სამხედრო აეროდრომი ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში კაპიტალურად გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით, ბოლო თურქული გრანტიც, ასევე, ითვალისწინებს მარნეულის აეროდრომის შემდგომ მოდერნიზაციას.

რატომ აინტერესებს თურქეთს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი საჰაერო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყოს? წაიკითხეთ სრულად

ფიცის დადების ემოციური ცერემონიალი - 5 ლოკაცია, სადაც ღონისძიებები ჩატარდა (ფოტო, ვიდეო)

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება - როგორია 26 მაისის საზეიმო განრიგი

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო