ავტორი:

ვინ აშენებს და როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ ჯდება

ვინ აშენებს და როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ ჯდება

თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 11 თებრვალს კი დაწყებული სამუშაოები პირადად მოინახულა.

"პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და ველობილიკები, ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა. ამასთან, პარკში მოეწყობა ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. ასევე, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება კი 2022 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.

ცნობისთვის, ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა „ენსისი“ და „საბა კონსტრაქშენი“, თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, „ენსისს“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ხოლო „საბა კონსტრაქშენი“ გამარჯვებულად გამოვლინდა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

რა ხდება საქართველოს ავტომაგისტრალებზე - რეგიონალური გზები, სადაც შეზღუდვები მოქმედებს

"სახეზეა ქრონიკული დაავადებების გამწვავება" - როგორ აფასებს ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას

ორშაბათიდან თბილისში 180 ახალი მიკროავტობუსი ივლის