ავტორი:

აფხაზეთში შექმნილ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ შტაბს სომხები შეუერთდნენ

აფხაზეთში შექმნილ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ შტაბს სომხები შეუერთდნენ

აფხაზეთის სომხურმა თემმა მიიღო გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერთა შტაბს შეუერთდეს. ამის შესახებ აფხაზეთის რუსული თემის საიტი იტყობინება.

თემის წარმომადგენლების შეხვედრა სოხუმში ამას წინათ, 9 თებერვალს გაიმართა - როგორც პრეს-რელიზშია ნათქვამი, "მარშალ ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის შექმნის დღეს“.

სომხური თემის ლიდერის გალუსტ ტრაპიზონიანის განცხადებით: "აფხაზეთისთვის რუსეთი მეზობელიც არის და სტრატეგიული პარტნიორიც, ჩვენს ხალხებს კი ერთმანეთთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ“.

ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი საზოგადოებრივი შტაბი სოხუმში პირველ თებერვალს შეიქმნა და განთავსებულია როგორც "აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა ლაშქრის“, ასევე აფხაზეთის რუსული თემის ოფისებში. შტაბში გაერთიანდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივისტები მას შემედეგ, რაც რუსეთში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაკავების შემდეგ პუტინის საწინააღმდეგო მასშტაბური გამოსვლები დაიწყო. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში" - ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა

"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს