ავტორი:

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს - აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს - აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც სამართალდამცველებმა 2 ადამიანი დააკავა დააკავეს.

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე.

ამასთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს 2 პირი შეუძლოდ გახდა.

სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ.

"ოცნების" ოფისთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დღეს ღამით "კომენდანტის საათი" დაარღვიეს, ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით: "სისტემა კლავს!", "ჩვენ არ ვართ კრიმინალები! შეჩერდი ბიძინა!".

მდუმარე აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით წარწერაც გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, ეს ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება მოქალაქეების საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ცდილობს.

"მკაცრად მოვითხოვთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებას", - აცხადებენ აქტივისტები.

მათ სამართალდამცავებს მოუწოდეს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და არა შერჩევითი სამართლის. სამოქალაქო აქტივისტებმა ტროტუარზე ასევე დაწერეს: "ქოცების სისტემა კლავს“, „რუსული 9 წელი“, „კობახიძე-გავრილოვი“, „ არჩევნები მოპარულია“, არ შეგარჩენთ!". ადგილზე ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" შენობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გეგმავენ მისვლას.

მაკა ასათიანი "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე გამოჩნდა - როგორ გამოიყურებოდა დიზაინერი შეუდარებელი "ლუქით"

ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, თოვლი... - ხვალიდან ამინდი უარესდება