ავტორი:

„KIU-მ მომცა შესაძლებლობა, გავხდე საუკეთესო ჩემს პროფესიაში“ - მათემატიკის სკოლის სტუდენტი ელენე კენჭოშვილი

„KIU-მ მომცა შესაძლებლობა, გავხდე საუკეთესო ჩემს პროფესიაში“ - მათემატიკის სკოლის სტუდენტი ელენე კენჭოშვილი

ელენე კენჭოშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ამჟამად, თანატოლებთან ერთად მონაწილეობას იღებს KIUVisual Math Fest-ის კონკურსზე. პროექტის ფარგლებში, ელენემ, მათემატიკის სკოლის ერთმა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ორმასტუდენტმა შექმნეს ჯგუფი, რომელიც მუშაობს Harmonograph-ის შესწავლაზე,ხელოვნებაში მის გამოყენებაზე. გოგონა, ასევე, ჩართულია უნივერსიტეტის სხვა პროექტშიც, რომლიც სტუდენტებს განვითარების დამატებით შესაძლებლობასა და მოტივაციას აძლევს. მან მონაწილეობა მიიღო KIU Photo Contest-ში, საკუთარი ნამუშევარი წარადგინა და ახლა კონკურსის შედეგებს ელოდება. მისი თქმით, ეს პროექტი საუკეთესო საშუალებაა დამწყები ფოტოგრაფებისთვის, მიიღონ უდიდესი გამოცდილება ხელოვნების ამ დარგში.

მათემატიკაბავშვობიდანვეაინტერესებდადაყოველთვის, როდესაცმომავალი,სასურველი პროფესიის შესახებ ჰკითხავდნენ პასუხი უცვლელი იყო - „მსურს გავხდე მათემატიკის პედაგოგი“. აღნიშნული მეცნიერების მიმართ მსგავსი ინტერესის გამო სწავლობდა ანდრიარაზმაძისსახელობისქალაქ ქუთაისის №41-ეფიზიკა-მათემატიკის, ხოლობოლოსამიწლის მანძილზე №23-ესაჯარო სკოლებში. პირველიკლასიდან აქტიურად იყო ჩართულიმათემატიკისსასკოლო ოლიმპიადებში, მათ შორის, „ევერესტის“,“პითაგორას“,“ანაბასისის“,“Smart competition“-ის კონკურსებში.მათემატიკის მსგავსად, მეტ დროსუთმობდა უცხო ენის - ინგლისურის შესწავლას.სკოლის ბოლო საფეხურზე, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა აერჩიაქუთაისისსაერთაშორისოუნივერსიტეტისშესახებ შეიტყო. აბიტურიენტი მაშინვე დაინტერესდა მეგა-პროექტით და დაიწყო KIU-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება. საუნივერსიტეტო ქალაქის ყველა შესაძლებლობამ - ულტრათანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელმა გარემომ, TUM-ის საგანმანათლებლო მოდელმა, გრანტების ფონდმა, გაცვლითი პროგრამების არსებობამ, დასაქმების პერსპექტივამ აღაფრთოვანა მომავალი სტუდენტი. გოგონა ყველაზე მეტად სუბიექტურმა ფაქტორებმა გაახარა, KIU-ს სამიპროგრამიდან მისთვის სასურველის - მათემატიკის მიმართულების და უნივერსიტეტის მშობლიურ ქალაქში არსებობამ იმთავითვე გადააწყვეტინა KIU-ში ჩაბარება.

„-KIU-მ მომცა შესაძლებლობა, გავხდე საუკეთესო ჩემს პროფესიაში. გერმანული გამოცდილებისა და უმაღლესი განათლების ინგლისურ ენაზე მიღება საუკეთესო გამოწვევაა სტუდენტებისთვის. საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვა კი უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. უნივერსიტეტის პროფესორები, ასისტენტები და ზოგადად,KIU-ში დასაქმებული ყველა, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არჩევა ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც სტუდენტი არასდროს ინანებს.

არ შემიძლია აქვე არ ვახსენო სუბიექტური ფაქტორი - ქუთაისშიKIU-ს არსებობა, ჩემთვის როგორც ქუთაისელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციონირება ავითარებს ჩვენს ქალაქს. უამრავი ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდა უკავშირებსსაკუთარ მომავალს ქუთაისს და ყველაზე საინტერესო წლებს აქ ატარებს.“ - ელენე კენჭოშვილი.

NS

ბოლო 24 საათში ჩატარებულმა 24 359-მა ტესტმა კორონავირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა გამოავლინა, გარდაიცვალა 15 პაციენტი - შედეგები რეგიონების მიხედვით

MAN TGX – 2021 წლის საუკეთესო სატვირთო ავტომობილად დასახელდა!

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს - აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ