ავტორი:

არის თუ არა დაწყებული "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებები და რას ამბობს ამაზე გახარია?

არის თუ არა დაწყებული "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებები და რას ამბობს ამაზე გახარია?

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, გაუთავებლად მიდის მითქმა-მოთქმა მედიაში "ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირებების შესახებ. ბოლო დროს განსაკუთრებით განიხილებოდა სავარაუდო უთანხმოება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრემიერ გიორგი გახარიას შორის, რაც მას შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც პარტიის ერთ-ერთ ბოლო პოლიტსაბჭოს სხდომას გახარია არ დაესწრო. ისიც კი ითქვა, შეიძლება გახარია გადააყენონო და მისი თანამდებობა კობახიძემ დაიკავოს.

ამ თემაზე დასმულ შეკითხვას გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:

"ირაკლი კობახიძე არის ჩვენი გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი. ამით ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს. ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს და მედიას ჭორებისთვის სხვა არაფერი საფუძველი აქვს, გარდა იმისა, გახარია პოლიტსაბჭოს დაესწრო თუ არ დაესწრო. მე პოლიტსაბჭოს ხან დავესწრები, ხან ვერ დავესწრები, მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე. ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება ძალიან სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა კი ხდება გაცილებით ადრე. ბევრი საქმეა ქვეყანაში. მარტივ რამეს გეტყვით, უკვე ერთი კვირაა ვცდილობ, რომ ყოველდღირად მივიდე სკოლებში, რადგან ჩვენი ბავშვები პანდემიის გამო არიან უაღრესად მძიმე მდგომარეობაში, ისინი სასწრაფოდ, ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ კლასებში, რომ შეძლონ ნორმალური განათლების მიღება. ამავდროულად მათ მშობლებს ყველდღიურად გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა, ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, რომლის გადაჭრასაც ყველა ერთად უნდა ვცდილობდეთ და ამ დროს მედია იმას არკვევს, ვინ მივიდა პოლიტსაბჭოზე და ვინ - არა.

გეტყვით ერთ რამეს, ეს პოლარიზაცია, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს. ქვეყანას იმდენი გამოწვევა აქვს, შეუძლებელია ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ეს პოლარიზაცია, პოლიტიკური ხულიგნობა, ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება უკვე".

  • რა ხდება რეალურად "ქართულ ოცნებაში"?

ambebi.ge- სთან საუბარში სანდო წყარო ამბობს, რომ ჯერჯერობით დაპირისპირებაზე ლაპარაკი არ არის, თუმცა პარტიის შიგნით ხდება გარკვეული გადალაგებები, ძირითადად სამი პოლიტიკური ფიგურის გარშემო, ესენი არიან: კახა კალაძე, გიორგი გახარია და ირაკლი ღარიბაშვილი. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მისი გავლენა პარტიის შიგნით არც ისეთი დიდია, რომ ცალკე მოთამაშედ იქცეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"გავრილოვის დავალება შესრულებულია - მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა" - ნიკა მელია