ავტორი:

"გავრილოვის დავალება შესრულებულია - მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა" - ნიკა მელია

"გავრილოვის დავალება შესრულებულია - მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა" - ნიკა მელია

გავრილოვის დავალება შესრულებულია, 88 მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისთვის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პარლამენტის ეს ვერდიქტი არა მხოლოდ მას, არამედ ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისის აღშფოთდა.

„ეს ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი არ იყო. ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ, განაჩენი გამოუტანა ყველას და ვფიქრობ, არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ პარლამენტმა განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ქუჩაში გამოვიდა, თქვენც, თქვენს მშობლებსაც. ვინც ხმა აიმაღლა, გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა. გამოუტანეს ყველას, ვინც იყო იმ კონკრეტულ დღეს მოძალადეების მსხვერპლი, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, თბილისის მასშტაბით, დევნა განახორციელეს, ვისაც თვალები დათხარეს, ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს. ვისაც ეს განცდა დაეუფლა, ყველანი განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა ავედით და მივედით რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი ვიყავი მე, იქ იყო მრავალი ათასი ადამიანი ამ გრძნობით, რომელმაც მიიჩნია, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს. ამიტომ მთელ საქართველოს მინდა ვუთხრა, ამ ადამიანების სახელით ვისზეც ვისაუბრე, ვისაც თვალები დათხარეს და ვინც შეურაცხყოფაზე ხმა აიმაღლა, ამ ადამიანების სახელით გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას. არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს!“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც მელიამ აღნიშნა, საქართველოში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება, ამიტომ მისივე თქმით, „არანაირი დამორჩილება ამ უკანონო გავრილოვის განაჩენის მიმართ ბუნებრივია, არ იქნება“.

„ახლა არ არის დრო პარტიის და პარტიული პოლიტიკის. არის ეროვნული ქართული მოძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება და მეორე მხარეს არის მონობა. ერთ მხარეს არის ამ ქვეყნის, ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ნათელი მომავალი და მეორე მხარეს არის საბჭოთა ბნელეთი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია აქ უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავი დავუხარო, ეს უბრალოდ არ მოხდება! ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე! სანამ არ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის განადგურების შესაძლებლობას არავის. გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანზე, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკვე მეორეჯერ გამასამართლა, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და ვეღარც მიიყვანენ. ეს არის გამორიცხული! არ ჩამითვალოთ ხმამაღლა ნათქვამში, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ ეს 88 ადამიანი შველას საჭიროებს, ისინიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებიდან.

ვთქვი და გავიმეორებ, ახლა თუკი რამე არის დანაშაული გავრილოვის იმ ცნობილ სავარძელში ჩაჯდომაზე მეტი დანაშაული იქნება შიში და უკან დახევა იმიტომ, რომ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა ვართ თითოეული ჩვენგანი. ამ ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება. არანაირი დამორჩილება ამ უკანონო გავრილოვის განაჩენის მიმართ ბუნებრივია, არ იქნება“, - განაცხადა მელიამ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილების ტაში მოჰყვა.

რას ნიშნავს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, რომელიც არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძეს მიანიჭა?

"გიორგი გახარია, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი გახდეს... დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას" - ექსპერტი

"გულწრფელად ვთხოვე ბატონ ირაკლის, მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ოჯახს" - რა თქვა ცქიტიშვილმა თანამდებობიდან წასვლაზე?