ავტორი:

"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ… სხვათა შორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა" - რას ამბობს თოფაძე ჟვანიას საქმესა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?

"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ… სხვათა შორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა" - რას ამბობს თოფაძე ჟვანიას საქმესა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?

2 ივლისს, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გოგი თოფაძის შვილიშვილი მძიმედ დაჭრეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრაში ბრალდებული გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია იყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ბუსა ჟვანიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება, ლევან თოფაძის მდგომარეობას, AMBEBI.GE-სთან საუბარში გოგი თოფაძე ამბობს, რომ თვეების წინ დაჭრილი მისი შვილიშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა რეაბილიტაციისთვის გერმანიაში მის წაყვანას მაინც აპირებენ.

"ლევანი უკეთ არის, თუმცა ველოდებით, რომ ცოტა ჩაცხრეს ეს პანდემია და აუცილებლად წავიყვანთ გერმანიაში. რაც შეეხება ბუსას, მას მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, ჩვენ ხელს არაფერში შევუშლით. ერთ წელიწადში გამოვა ალბათ (ნახევარი წელი მოხდილი აქვს) და ჯამში წელიწადნახევრის მოხდა მოუწევს, ამას მეც დავუჭერ მხარს. ყველას ველაპარაკე, დედამისსაც და ვუთხარი, უცებ არაფერი გამოვა-თქო.

კაცს 7-დან 15 წლამდე მუხლი ჰქონდა წაყენებული და წელიწადნახევარს მოიხდის. ჩვენ მხარს დავუჭერთ და გამოვა, დანარჩენი თვითონ გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, კიდევ ჩაიდენს თუ არა მსგავსს. მაგისთვის პირველი შემთხვევა ხომ არ ყოფილა?

სხვათა შორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა, გულში არაფერი ჩაუდია. წლის ბოლოს დამირეკოს, ვისაც უნდა და ჩავუდგები თავდებში, მე ჩემსას გავაკეთებ. ჩვენი ადვოკატები იბრძოდნენ, მაგრამ გააფრთხილეს ვიღაცეებმა, გაჩერდითო. ამხელა სასჯელის დადება უნდოდათ და ჩვენ არ ვუთხარით, არ გინდათ-თქო? დავინდეთ,…სხვა რაღა შეგვიძლია?" - აღნიშნა გოგი თოფაძემ.

კადრები, სადაც ჩანს, როგორ მალავს მცირეწლოვანი გოგონა ნარკოტიკს - შსს ოპერატიულ ვიდეომასალას ავრცელებს

ფონიჭალაში ნარკორეალიზატორებს მძიმე დანაშაულში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - არსებული ინფორმაციით, ყოველივე ნარკოდანაშაულს უკავშირდება