ავტორი:

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართული მხრიდან ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას მხარეებს შორის.

დე ფაქტო კომიტეტში აცხადებენ, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები „აძლევენ ბრძანებას დივერსანტებს, სამხრეთ ოსურ ქვედანაყოფების სექტორში მოხდეს დივერსანტების შესვლა, ქმნის პირისპირ შეტაკების რეალურ საფრთხეს და კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას“.

დე ფაქტო უწყებას ამის დასტურად ე.წ. საზღვრის დარღვევის რამდენიმე ფაქტი მოჰყავს, მათ შორის, 3 თებერვალს ქართველი პოლიციელის მიერ ოკუპირებული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტი. ასევე, მათი ცნობით, 7 თებერვალს ე.წ. მესაზღვრეებმა დააფიქსირეს კიდევ ერთი დარღვევის ფაქტი დასახლებულ პუნქტ უისტასთან.

„ამ ფონზე, КГБ აღნიშნავს მორიგ კონსტრუქციულ ნაბიჯებს პატრიოტულად განწყობილ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - მოძრაობის მხრიდან, რომელიც ახორციელებს საზღვრის პირზე მონიტორინგს და ქართული საზოგადოების ინფორმირებას ახდენს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის არსებობის შესახებ. დავით ქაცარავას ინიციატივით, 13 თებერვალს სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე იგეგმება აქციის მოწყობა, რომლის დროსაც ის აპირებს მონიშნოს სახელმწიფო საზღვრის გამყოფი ხაზი. ასეთი ქმედება სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების სათანადო დონეს, ეს შეამცირებს დარღვევებს სახელმწიფო საზღვარზე და ქართულ საზოგადოებაში მოახდენს პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევის საკითხში“ , - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში" - ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა

"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს