ავტორი:

ბინები თბილისსა და ლონდონში, აგარაკები, წილები ათობით კომპანიაში - როგორ გამოიყურება მამუკა ხაზარაძის შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია?

ბინები თბილისსა და ლონდონში, აგარაკები, წილები ათობით კომპანიაში - როგორ გამოიყურება მამუკა ხაზარაძის შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია?

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანდატებზე უარს ამბობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედიან, მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ.

მმართველი გუნდის მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ან დეკლარაციები უნდა შეავსონ ან ჯარიმა გადაიხადონ, რომელიც 1000 ლარს შეადგენს. რიგი ოპოზიციონერების განცხადებით ისინი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ, თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა დეკლარაცია უკვე შეავსო, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში არ შესულა.

ერთ-ერთი, ვინც ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე საბანკო სფეროსა და სხვა ბიზნესებში იყო ჩართული.

10 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამუკა ხაზარაძე ფლობს 8 მიწის ნაკვეთს ციხისძირში, 3 მიწის ნაკვეთს მუხრანში, საცხოვრებელ სახლს თბილისში; ბინას ლონდონში, რომლის 50%იანი წილი მისი მეუღლის სახელზეა; 2 აგარაკს წყნეთში; ბინასა და ავტოფარეხს დუშეთში; მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ;

მიწის ნაკვეთს ნატანებში; ბინას თბილისში. ასევე მის საკუთრებაშია ნაწილობრივ 10 მიწის ნაკვეთი ციხისძირში, აღნიშნული უძრავი ქონების მფლობელები მასთან ერთად არიან - ბადრი ჯაფარიძე, ივანე ხაზარაძე და კახა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ფლობს ასევე 2 მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ...წაიკითხეთ სრულად

"შინ ბრუნდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა" - 11 წლის ასაკში შეცვლილი ცხოვრება

"სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება მთავარ იარაღად" - გამყრელიძის თქმით, ივლისის 1-ელ კვირაში საქართველოში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვაქცინა შემოვა

"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "ასტრაზენეკას" დოზების დაკარგვის შესახებ ინფორმაციაზე