ავტორი:

"გითხარით - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ" - რას წერს მელია მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი დაუჭირა

"გითხარით - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ" - რას წერს მელია მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი დაუჭირა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმდომარე ნიკა მელიას უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, სადაც მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი დაუჭირეს.

როგორც მელია "ფეისბუქზე" წერს, გირაოს გადახდას არ აპირებს.

"გითხარით - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი. რაც ვთქვი, შევასრულე - გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.

ვერ დამიჭერთ რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს არც სამართლიანი. ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.

ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა. კიდევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ" - წერს მელია.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით,უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. ამის სესახებ მამუკა მდინარაძემ დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ მეხუთე რაუნდისკენ სინათლის სიჩქარით არ მივდივართ" - რა განაცხადა კარლ ჰარცელმა მელიას საქმეზე?

"მე თავი არსად "მიდრუზია", სადაც გადავწყვიტე შესვლა, იქ შევედი - აბსურდია, თითქოს დავურეკე, რომ მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდეს-თქო" - ვასილ ჩიგოგიძე ნიკა მელიას პასუხობს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"