დღეიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება. კერძოდ, 15 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით:
1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება)
2. კვების ობიექტები გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ (გარდა შაბათ-კვირისა)
- მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
- ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით