ავტორი:

"ნიკა მელია პოლიტპატიმრად ახლა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს, მას ურჩევნია ის გაწიროს" - რატომ მიიჩნევს ხვიჩია, რომ ოპოზიცია "მიშას თამაშს თამაშობს"?

"ნიკა მელია პოლიტპატიმრად ახლა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს, მას ურჩევნია ის გაწიროს" - რატომ მიიჩნევს ხვიჩია, რომ ოპოზიცია "მიშას თამაშს თამაშობს"?

"ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრა "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ დატოვა.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მოისმინეს, რომ "მიშას თამაშს თამაშობენ“.

"ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშის თამაში. ზოგადად, განწყობაც ეს იყო, სადაც აღვნიშნეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ სამი საკითხი გვქონდა, რომლის განხილვაც გვინდოდა და ფაქტობრივად, ეს სამი საკითხი ისეთი იყო, რომელზეც მსჯელობა თუ დაიწყებოდა აღმოჩნდებოდა, რომ რაც ჩვენ გვინდოდა ის იყო სამართლიანი. ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ ოპოზიცია გადადის სხვა "მოუდზე““,- განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციონერებისგან მოისმინა, რომ ისინი "მიშას თამაშს თამაშობენ“, რაც გულისხმობს იმას, რომ "ნიკა მელია პოლიტპატმრად ახლა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს და მას ურჩევნია მელია გაწიროს“.

"სამი საკითხი იყო, ერთი ის, მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რომელზეც პასუხი ვერ მოვისმინეთ. მეორე საკითხი იყო ის, რომ არჩევნები რომ გაყალბდა და ფასილიტატორებს ვერ ვარწმუნებთ, გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენ მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას და გვექნებოდა არგუმენტი ფასილიტატორებთან, რაზეც ასევე დუმილი იყო. მესამე საკითხი იყო, რა მოხდებოდა, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა არსებობდა და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ატყდა ყაყანი და ჩვენი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო მიშას თამაში, ვეკითხებოდით სხვადასხვა ადამიანებს, რომ თქვენ მართლა გინდათ მიშას თამაში? მიშას თამაში არის ის, რომ ნიკა მელია პოლიტპატმრად ახლა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს. მას არ აწყობს ასევე პროპორციული ბარიერი და სერიოზული საუბარი იმაზე, მართლა გაყალბდა თუ არა არჩევნები. მას ურჩევნია, ნიკა მელია გაწიროს და ციხეში იყოს. არ ვიცი ნიკა მელიას, სავარაუდოდ, ნებაყოფლობით დაეთანხმა ამას“,- განაცხადა ხვიჩიამ.

"არ მგონია, რომ ივანე მაჭავარიანი გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ" - არჩილ თალაკვაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მასთან ხშირად მქონდა ცხარე კამათი სხვადასხვა საკითხებზე" - რას ამბობენ უმრავლესობაში ივანე მაჭავარიანის წასვლაზე?