ავტორი:

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ერთი, საინტერესო და ჭკუის სასწავლებელი ოპერაციის შესახებ მინდა მოგითხროთ. "სოლო" - ამ კოდური სახელწოდებით იყო დაშიფრული ეს სპეცოპერაცია, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და საბჭოთა კონტრდაზვერვისთვის ბოლომდე უცნობი დარჩა.

ამას წინათ კა-გე-ბესა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საიდუმლო არქივში (ე.წ. ბუკოვსკის არქივი) ერთ, ძალზე საინტერესო დოკუმენტს წავაწყდი. 1980 წლის ზაფხულში აშშ-ის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გეს ჰოლი საიდუმლოდ დაუკავშირდა კა-გე-ბეს რეზიდენტურას აშშ-ში და საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელთან, იური ანდროპოვთან საიდუმლო თხოვნა გადასცა. საბჭოთა ბიუროკრატიული მანქანა ამგვარ შემთხვევებში ძალზე ოპერატიულად მოქმედებდა. 1980 წლის 22 აგვისტოს სუკ-ის თავმჯდომარე ი. ანდროპოვი სრულიად საიდუმლო წერილით მიმართავს სკკპ ცკ-ს. ქვემოთ გთავაზობთ ამ დოკუმენტის თარგმანს: "ამხ. გეს ჰოლმა თხოვნით მოგვმართა, რათა საბჭოთა კავშირში სპეცსწავლებაზე მივიღოთ მისი პირადი წარმომადგენელი, რომელიც სპეციალურ დავალებებს ასრულებს. სუკ-ის აზრით, სასურველი იქნებოდა მისი მიღება 1980 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, 45 დღით. სუკ-ი თავის თავზე იღებს გეს ჰოლის წარმომადგენლის მომზადების ორგანიზებას".

ანდროპოვის ამ საიდუმლო წერილს სკკპ ცკ-ის საგარეო განყოფილების მიერ პოლიტბიუროსთვის მომზადებული ცნობა მოჰყვა, სადაც ერთი, ძალზე საინტერესო წინადადებაა: "პარტიის ხელმძღვანელობის წევრი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამხ. გეს ჰოლის განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა, მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლებულია ამ მოვალეობისგან".

1980 წლის 5 სექტემბერს კი სკკპ ცკ-მა #სტ227/39 "სრულიად საიდუმლო" დადგენილება მიიღო, სადაც აღნიშნული იყო: "1. დაკმაყოფილდეს ამხ. გეს ჰოლის თხოვნა მისი პირადი წარმომადგენლის სპეციალური სწავლებისთვის 1980 წლის სექტემბერში 60 დღის ვადით მიღების შესახებ;2. ამხ. გეს ჰოლის პირადი წარმომადგენლის მიღება და მომსახურება დაევალოს სკკპ ცკ-ის საგარეო განყოფილებას და საქმეთა მმართველობას, ხოლო სპეცსწავლება - სსრკ სუკ-ს".

ეს სრულიად საიდუმლო დადგენილება "განსაკუთრებულ საქაღალდეში" უნდა შენახულიყო, თუმცა საბჭოთა უშიშროებამ არ იცოდა, რომ უკვე ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) მიერ დაგებულ "ოპერატიულ ხაფანგში" იყო გაბმული და ამერიკელებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ გეს ჰოლის ძველი და ახალი წარმომადგენლები კრემლში. ჩემი აზრით ეს იყო საბჭოთა სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი. ახლა კი თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს.

ეს ისტორიული ფაქტი ბოლო წლებამდე გასაიდუმლებული იყო. ბუნებრივია, მარცხის აღიარება არავის უყვარს, მითუმეტეს - კა-გე-ბე - ეფ-ეს-ბეს. აბა, წარმოიდგინეთ: 22 წლის განმავლობაში აშშ-ის გფბ-ს აგენტს გულთბილად იღებდნენ საბჭოთა ლიდერები: ნიკიტა ხრუშჩოვი და ლეონიდ ბრეჟნევი, კომუნისტური იდეოლოგიის "ცერბერი" მიხეილ სუსლოვი, კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი, ჩინეთის ბელადი მაო ძე-დუნი და კუბის ექსცენტრული ლიდერი ფიდელ კასტრო.ეს იყო გფბ-ს ყველა დროის ერთ-ერთი, ყველაზე საუკეთესო და წარმატებული ოპერაცია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ფოტო: მორის ჩაილდსიfb

კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, რომელიც თავდაპირველად აშშ-ის კომპარტიის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თანდათან გასცდა ამერიკის საზღვრებს, საგარეო დაზვერვით ოპერაციად იქცა და მთელი სოციალისტური ბანაკი მოიცვა. ყველაფერი კი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების ოპერატიული და საარქივო მასალების ანალიზის კარგი უნარისა და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად დაიწყო. გფბ-ს შეფის, ედგარ ჰუვერის ხელქვეითებს აშშ-ის კომპარტიაში 1940-იანი წლების ბოლოს არსებული დაპირისპირება და განხეთქილება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ისინი გამოცდილი მონადირის მოთმინებით მიჰყვნენ კვალს და "ნადირობაც" წარმატებით დაასრულეს. ვინ იყო "სოლო"? - მორის ჩაილდსი (ნამდვილი სახელი მოიშა შილოვსკი). გააგრძელეთ კითხვა

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე