ავტორი:

"შემრცხვა, ვერავის ვუთხარი... რომ არ გავჩუმებულიყავი, შეიძლება 14 წლის ნინი ცოცხალი ყოფილიყო" - რას წერს ბრალდებულზე ახალგაზრდა ქალი?

"შემრცხვა, ვერავის ვუთხარი... რომ არ გავჩუმებულიყავი, შეიძლება 14 წლის ნინი ცოცხალი ყოფილიყო" - რას წერს ბრალდებულზე ახალგაზრდა ქალი?

ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ნიკა ტაკიძესთან დაკავშირებით ინტერნეტმომხმარებელი ანი დიასამიძე პოსტს აქვეყნებს.

გოგონა წერს, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ ტაკიძემ სექსუალურად შეავიწროვა ის და ნანობს, რომ მაშინ გაჩუმდა.

"რაც არ უნდა ვინმემ მემუქროს ამ პოსტს არ წავშლი. მორჩა სინდისი მაწუხებს... იმ დღიდან რაც სოფ. ქაქუთში მომხდარი შემზარავი ამბავი გავიგე სხვა რამეზე ფიქრი უბრალოდ არ შემიძლია. თავის დროზე რომ არ გავჩუმებულიყავი შეიძლება დღეს 14 წლის ნინი ცოცხალი ყოფილიყო. ჩემსავეთ სხვაც გაჩუმდა ალბათ ხედავთ დუმილმა სადამდე მიგვიყვანა?

ნიკა ტაკიძე, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რამდენიმე წლის წინ თავი სექსუალური შევიწროვებით დამამახსოვრა. ვიმეორებ შემავიწროვა! ეს სხვა რამეა.

შემრცხვა, ვერავის ვუთხარი ... მისი არც სახელი ვიცოდი, არც გვარი, მაგრამ მახსოვდა სახე და აღნაგობა. ვინააობა რამდენიმე დღეში გავიგე, როცა ქუჩში დავინახე ჩემს საქმროსთან და მეგობრებთან ერთად. ჩემმა საქმრომ გამაცნო ნ. ტაკიძე, როგორც #დეიდაშვილი...#პოლიციისთვის არ მიმიმართავს და #ანგარიშწორება ჩემმა მეგობრებმა მოახდინეს, მას შემდეგ რაც გავბედე მომხდარის მოყოლა. ნ. ტაკიძემ აღიარა რაც ჩაიდინა და მოიბოდიშა ..

"არ ვიცოდი ვინ იყავი" - ო... რა მნიშვნელობა ქონდა ვინ ვიყავი..?ნინის საქმეშიც მთავრი ფიგურანტი იგივე #ნ.ტ რომ აღმოჩნდა სინდისმა როგორ არ შემაწუხოს? ...ჩემი შეცდომა და იყოს მაგალითი თქვენთვის, რომ არასდროს გაჩუმდეთ,რომ შეწყდეს ეს სისასტიკე... რომ ჩემსავეთ არ ინანოთ დუმილი. მაშინ შემრცხვა და შემეშინდა, რადგან "ხალხი რას იტყვის" ფიქრით ვცხოვრობდი..

ხალხს წიხლზე კიდიხართ რო იცოდეთ და ხვალ დაავიწყდებით, ამაზე იფიქრეთ, იმოქმედეთ და #არგაჩუმდეთ რაც არ უნდა მოხდეს.!ბოდიშს ვიხდი ჩემი წილი დანაშაულისთვის, თუმცა ამიერიდან, არასდროს აღარ გავჩუმდები.. გპირდები" - წერს დიასამიძე ანი.

ცნობისთვის, გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 თებერვალს გავრცელდა. ამის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღეს კი ცნობილი გახდა რომ გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს.

"ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის... შემიძლია უკვე ვთქვა, რომ წინ სვლა დავიწყე" - თინა ხიდაშელის მდგომარეობა გაუმჯობესდა

"ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა" - როგორ იხსენებს ნათია ფანჯიკიძე გარდაცვლილ მეგობარს, რომელმაც "ლოპოტას სამოთხე" შექმნა

"სან დიეგოს ზოოპარკში მაინც წაგვიყვანონ... აცრილი ტურისტების ხელით შეხებაც შეგვეძლება თუ იცით?!" - ვაქცინაციის თემაზე "ფეისბუქში" სასაცილო "მიმები" ვრცელდება