ავტორი:

ხულოში სკოლა დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ხულოში სკოლა დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში სკოლა მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა ხის კონსტრუქცია იყო.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა.

შემთხვევის ადგილზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ჩავიდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიწყება პროექტირება და სოფელ კალოთას მალე ახალი სკოლა ექნება.

„დაიწვა საჯარო სკოლა სოფელ კალოთაში. საბედიეროდ მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის, ალტერნატიული ფართი უკვე გამოიძებნა. რამდენიმე დღით მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

ლაგოდეხში შვილმა დედა დაჭრა - ერთ-ერთი ვერსით, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა

მარტვილში მანქანა გზიდან გადავარდა და აალდა - არის მსხვერპლი

"სვანეთის უბანში გაზი აფეთქდა, არიან დაშავებულები" - ადგილობრივი შემთხვევის ამსახველ კადრებს აქვეყნებს