ავტორი:

გიორგი ვაშაძე ათეულობით ბიტკოინს ფლობს - როგორია პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაცია

გიორგი ვაშაძე ათეულობით ბიტკოინს ფლობს - როგორია პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაცია

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანდატებზე უარს ამბობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედიან, მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ.

ერთ-ერთი, ვინც ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, "სტრატეგია აღმაშენებლის"ლიდერი გიორგი ვაშაძეა.

2021 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვაშაძე ფლობს ბინას და ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2010 წელს აქვს შეძენილი.

ამასთან, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ვაშაძე ფლობს 57 ბიტკოინსა და 315 ეთერიუმს, რომელიც შესაბამისად, 2013 და 2016 წლებში აქვს შეძენილი. შეძენის დროს ბიტკოინში 18 000, ხოლო ეთერიუმში - 5 000 დოლარი აქვს გადახდილი. დღეის მდგომარეობით კი, ერთი ბიტკოინის ღირებულება - 49 049, ხოლო ეთერიუმის - 1 798 დოლარია.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი ვაშაძეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 15 885 ლარი; 11 547 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 12 000 ლარი და 7 000 დოლარი ჰქონდა წაიკითხეთ ვრცლად, რა ქონებას ფლობს გიორგი ვაშაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად  იქნება! - მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი" - გიორგი ვაშაძე

როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ?