ავტორი:

"მე და ჩემმა მეუღლემ გუშინ ღამით ვისაუბრეთ და ერთმანეთი გავამხნევეთ, რომ შვილი სწორად გავზარდეთ..." - ანზორ მელიას ემოციური მიმართვა

"მე და ჩემმა მეუღლემ გუშინ ღამით ვისაუბრეთ და ერთმანეთი გავამხნევეთ, რომ შვილი სწორად გავზარდეთ..." - ანზორ მელიას ემოციური მიმართვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ვაჟის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახი მას სრულ მხარდაჭრას უცხადებს.

"მე და ჩემმა მეუღლემ გუშინ გვიან ღამით ვისაუბრეთ და ერთმანეთი გავამხნევეთ და ერთმანეთს ვუთხარით, რომ ჩვენ გავზარდეთ შვილი სწორად, ჯანმრთელად... კაცი, რომელიც საქართველოს ემსახურება. იჭერენ არა იმისთის, რომ ქურდობდა, ანდა ქრთამებს იღებდა, არამედ იმიტომ, რომ საქართველო ასე უყვარს. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით.

გამსახურდია იყო ციხეში და მერაბ კოსტავა და კიდევ ბევრი პატრიოტი, ჩემი შვილი გამონაკლისი არ იქნება. მე ჩემს შვილს ყოველთვის დავუდგები გვერდით და მის ოჯახს მივხედავ, ვიდრე ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს. თუ არადა ბევრი მეგობარი ჰყავს და ყველაფერი კარგად იქნება.

ჩემი შვილის მოქმედებას მე ვამართლებ და მინდა "ქოცებს" მივმართო, რომ გრცხვენოდეთ, აი, ამ სპექტაკლისთვის, რაც დღეს დადგით, გრცხვენოდეთ, რომ ასეთი დაჩაქარებული მეთოდით ნიკას გასამართლება გინდათ, ვითომდა დიდი ტერორისტი იყოს... თვითონ ტერორისტებს მიხედეთ, საზღვარი რომ ტრასამდე ჩამოვიდა, იმას მიხედეთ, იმაზე ინერვიულეთ და არა ნიკას ასეთ კაცობაზე", - განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროპორციული ღონისძიებაა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დასაბუთებულია, უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს გარდა პატიმრობის გამოყენებისა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა, ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა სადრაძემ.

ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს როგორც დღეს, ასევე ხვალაც შეუძლია იმსჯელოს.

"არ არის ცუდი ბიჭი, მეგობრულია ამხანაგური... თავზარი დამეცა, რომ გავიგე" - რას ყვებიან მეზობლები 50 წლის კაცზე, რომელიც გორში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის დააკავეს

"კოვაქსი" და ჯანმო 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ვაქცინა სწრაფად ჰქონდეს" - ჯანმო-ს წარმომადგენელი

161-ე სკოლაში 8 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა - სკოლის ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა