ავტორი:

"ამხელა მხარდაჭერა 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია, ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ" - ნიკა მელიას პირველი კომენტარი გადაწყვეტილების შემდეგ

"ამხელა მხარდაჭერა 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია, ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ" - ნიკა მელიას პირველი კომენტარი გადაწყვეტილების შემდეგ

"დღეს ჩვენ ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დიდი სოლიდარობა ვიგრძენი ბოლო დღეებში, ისეთი როგორიც 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია. გუშინ ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. თუმცა ყველაზე მთავარი - ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

დღევანდელი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ხმა აიმაღლდა და სამართლიანად აღშფოთდა. ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მოხმრე უკეთესი ხვალინდელი დღის, განვითარებული საქართველოსი. რა დიილემის წინაშე ვდგავართ? ან თავისუფალი საქართველო ან დამონებული საქართველო, ან თავისუფალი მომავალი, ან ოკუპანტის ბორკილები.

მე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება, რეჟიმი დგას ძალმომრეობაზე და ჩვენს მხარს არის ის სიმართლე, რომლის გამოც თაობებს სიცოცხლეც კი დაუთმიათ. თავისუფლების იდეა ბიძინა ივანიშვილო, გავრილოვო, არ სამართლდება და არც ახლა გასამართლდება!

ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია. თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც მყარი გეგონათ. მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, ჩვენ გავიმარჯვეთ, არამხოლოდ პოლიტიკურად, სულიერადაც.

ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ ებრძოლა და მოეპოვებინა ამ ბრძოლის შედეგად თავისუფლება და აგერ ვარ, ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა. მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია, არ არსებობს. არსებობს ორი მხარე, ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან ვდგავართ მეორე მხარეს. მიხარია ის,რასაც ახლა ვხედავ და ვგრძნობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!" - აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი ადვოკატების მოთხოვნით პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესს თავად ნიკა მელია არ დასწრებია. ის "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისიდან ადევნებდა თვალ-ყურს სასამართლო პროცესებს და გადაწყვეტილებაც პირდაპირ ეთერში მოისმინა.

"აბსურდულია მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნო, რომ კარდაკარ დავდივარ და ბავშვებს ვუსწორდები" - ანზორ ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით

"მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩანაწერებს სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ და ესეც ერთ-ერთი მათგანია" - სუბარი მედიაში დაანონსებულ ფარულ ჩანაწერზე